ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე,
აფეთქების შედეგად, რამდენიმე ბინა დაზიანდა.
სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება დილის 5 საათზე
მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერ ხმა გაიგონეს.
შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
მეორე სართულზე საცხოვრებელი ბინა კი დაიწვა.











იმ ოჯახებს, რომლებიც ხანძრის
შედეგად დაზარალდნენ, ქუთაისის მერია დროებით, საცხოვრებლად
სასტუმროში გადაიყვანს - ინფორმაციას მერიის პრესსამსახური
ავრცელებს.
მათი განცხადებით, მიმდინარეობს
ზარალის დათვლა.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ამავე თემაზე:
"ამბობენ, ბენზინი შეიტანა სახლშიო" -
ქუთაისში მომხდარი აფეთქების დეტალები
მასალის გამოყენების პირობები