რჩევები
როგორ ავირიდოთ სარძევე ჯირკვლის კიბო – ექიმის რჩევები
FaceBook

სიმსივნურ დაავადებებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბო მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


ექიმები ასაკის გაახალგაზრდავების ტენდენციაზეც საუბრობენ. ის ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, რომელიც ქალთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მიიჩნევა. მის გამომწვევ მიზეზებსა და დაავადების თავიდან აცილების გზებზე ქუთაისიპოსტს ონკო-ქირურგ მამოლოგი, სოფიო კვეტენაძე ესაუბრება.
სქესობრივი მომწიფების ასაკიდან დაწყებული, როცა განვითარებას იწყებს სარძევე ჯირკვლები და ყალიბდება მენსტრუალური ციკლი, ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე განიცდის ქალის სარძევე ჯირკვალი ამა თუ იმ ცვლილებას. ამ ცვილებათა საკმაოდ დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, სულაც არ არის დაავადების მანიშნებელი და დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან, ორსულობასთან ან ასაკობრივ ცვლილებებთან. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ისეთი დაავადების გამოვლინება, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კიბო.

ონკოლოგ, სოფიო კვეტენაძის თქმით, სარძევე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზებია ჰორმონო დამოკიდებული ორგანო, ჰორმონალური დარღვევა. ამასთანავე, სარძევე ჯირკვლის განვითარების ფონია ნებისმიერი სახის ანთებები. სარძევე ჯირკველბში ანთების მსუბუქი ფორმაა ფიბროზულ - კისტოზური მასტოპატია, რომელიც, ფაქტობრივად, 100 დან 80 ქალს შეიძლება აღმოაჩნდეს.

"აგრეთვე, არასწორი კვება და არასწორი ცხოვრების წესი, ხშირი აბორტები. როცა ძუძუს ხელოვნურად იშრობენ და არ აჭმევენ ბავშვს, სქესობრივი კავშირის არ ქონამ, დედის ხაზით გენეტიკურმა წინასწარ განწყობამ და სტრესმა სავსებით შესაძლებელია სიმსივნე გამოიწვიოს ", – ამბობს სოფიო კვეტენაძე.

სარძევე ჯირკვალი შედგება მრავალი ჯირკვლისა და სადინარისგან, რომლებიც საბოლოოდ სარძევე ჯირკვლის სადინარში იხსნება. როცა გოგონა სქესობრივი მომწიფების ასაკს აღწევს, ორგანიზმში ჰორმონების დონის ცვლილება სადინარების ზრდას იწვევს. სარძევე ჯირკვალს კუნთი არა აქვს, მაგრამ მის ქვემოთ არის კუნთი, რომელიც ნეკნებს ფარავს. ზოგჯერ სწორედ ეს კუნთი და სარძევე ჯირკვლის გარეთ მდებარე სტრუქტურები იწვევს წარმონაქმნის არსებობის მცდარ შეგრძნებას.

ხშირად სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი მოულოდნელი ან ყოველთვიური თვითგასინჯვისას გამოვლინდება. მართალია, წარმონაქმნთა დიდი ნაწილი არ არის სიმსივნური, მაგრამ აშკარად სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებას წარმოადგენს. საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის განვითარებასთან ერთად ცვლილებები ყოველთვის იჩენს თავს. მათზე ზემოქმედებას ორგანიზმში მიმდინარე ნორმალური ჰორმონული ცვლილებები ახდენს. სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნას საფუძვლად შეიძლება ედოს სარძევე ჯირკვლის კიბო, ცისტა, ფიბროადენომა, ფიბროზულ-ცისტური სარძევე ჯირკვალი, ჰამარტომა - სარძევე ჯირკვლის არაავთვისებიანი სიმსივნე, დაზიანება ან ტრავმა, ინტრადუქტური პაპილომა - არაავთვისებიანი, მეჭეჭისებრი წარმონაქმნი სარძევე ჯირკვლის სადინარში, ლიპომა, მასტიტი.

ონკოლოგის თქმით, პირველ სტადიაზე მისი განკურნება დროული მომართვიანობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია.

პირველი სტადიის დროს თითო წარმონაქმნი ორ სანტიმეტრამდეა და მისი მკურნალობა ოპერაციული ჩარევით მთავრდება. თუმცა, ამის შემდეგ პაციენტმა ონკოლოგთან შემოწმებაზე პერიოდულად უნდა იაროს. მეორე სტადის ხანგრძლივობა 12-15 წელია, მესამის – 7-8 წელი, ხოლო მეოთხეზე – მაქსიმალური ხუთი წელია. ექიმი მოსახლეობას იმ რჩევებსაც აძლევს, რომელიც მისი თქმით, სიმსივნის თავიდან არიდებაში დაეხმარებათ.

სოფიო კვეტენაძის განმარტებით, პაციენტებმა ყავის, სიგარეტისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ალკოჰოლი, ნიკოტინი და კოფეინი სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ონკოლოგიის თვალსაზრისით, კატეგორიულად აკრძალულია, აგრეთვე, ბიუსტჰალტერის ტარება. 

"ბიუსტჰალტერი ბუნებრივი ქსოვილის უნდა იყოს. უკეთესია ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ლიფი ატარონ", - გვირჩევს ონკოლოგი. ექიმი, აგრეთვე, დეოდორანტების გამოყენების წინააღმდეგიცაა. მისი განმარტებით, ორგანიზმმა ოფლი უნდა გამოყოს.

ის, ასევე, თერმულ–აიროვან–რადიოაქტიური წყლის აბაზანებზე ამახვილებს ყურადღებას და გვაფრთხილებს, რომ ამ აბაზანების მიღების რეკომენდაცია და ნებართვა აუცილებლად ექიმმა უნდა მოგვცეს, რადგან ის, შესაძლოა, სიმსივნის გამოღვიძების მაპროვოცირებელი გახდეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.