რჩევები
ჟოლო – სასარგებლო თვისებები და მოვლის წესები
FaceBook
გარდა იმისა, რომ ჟოლო გემრიელი და არომატულია, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.

სალიცილის მჟავას შემცველობის გამო ის ანთების საწინააღმდეგოდ და სიცხის დამწევ საშუალებადაც გამოიყენება.

ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს A, PP და B2 ვიტამინებს, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე მოქმედებენ.

სპილენძის შემცველობის გამო კი, ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდება.

ჟოლო ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

გარდა ნაყოფისა, სასარგებლობის მოტანა მცენარის ფოთლებსაც შეუძლია. ჟოლოს ფოთლების ნახშირს შარმდენი თვისება აქვს და თირკმლების მუშაობას აუმჯობესებს.

მათი ნაყენის ყელში გამოვლენა ანგინის დროს უებარი საშუალებაა, რადგან შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს.

ჟოლოს ფასი საქართველოში მაღალია. სეზონზე მისი ღირებულება 5–7 ლარს შეადგენს, ხოლო შემოდგომაზე 12–15 ლარს აღწევს.

ზამთარში ჟოლოს შეძენა მხოლოდ ჩირის ან გაყინული სახითაა შესაძლებელი.

საქართველოში შემოტანილი ჟოლოს ჯიშებიდან ცნობილია "ნოვა", "კაროლინა", "პატრიცია"და "ბირიუსინკა". მათი მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 15–25 ტონას აღწევს. ერთი ნერგის სიცოცხლისუნარიანობა კი 10-დან 13 წლამდეა.

ჟოლოს 1 ნერგი 30-35 სმ-ში ირგვება, 1 ჰექტარზე - 4,5 ათასიდან 7 ათას ნერგამდე. რიგებს შორის დაშორება 2 მეტრამდე უნდა იყოს.

ნერგი ბუჩქივით არ უნდა გაიზარდოს, რამდენიმე განშტოებიდან ყველაზე ძლიერი უნდა დარჩეს, დანარჩენი ტოტები კი ძირიანად უნდა ჩაიჭრას და შუალედებში ჩაირგოს. ტოტი სწრაფად ფესვიანდება.

პირველ წელს ნერგი თავისი წარმადობის 35%-ს იძლევა, მეორე წელს - 65%-ს, ხოლო მე-3 წელს სრულ მსხმოიარობაში შედის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.