რჩევები
10 წიგნი, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება
FaceBook
კარგ წიგნს შეუძლია დაგვავიწყოს ყველაფერი და უჩვეულო სამყაროებში გადაგვისროლოს.
გთავაზობთ ათ წიგნს, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

დენიელ კიზის `ყვავილები ელჯერნონისთვის“
- ღრმა და დამატყვევებელი ისტორია ჩარლიზე, რომელიც სულ ოცნებობდა, რომ ჭკვიანი ყოფილიყო.იგი თანხმდება ექსპერიმენტზე, რაც ინტელექტს აუმჯობესებს. მასში ადრე თაგუნა ელჯერნონი მონაწილეობდა.ოპერაციის შემდეგ მთავარი გმირის აზროვნება კარდინალურად იცვლება და სამყარო სრულიად სხვანაირი ეჩვენება.

შარლოტა ბრონტეს `ჯეინ ეარი“- ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული რომანი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ჯეინ ეარს რთული ცხოვრება არგუნა ბედმა., მაგრამ ამ ნაზმა გოგონამ ძლიერი ხასიათისა და სულიერი სისუფთავის წყალობით შეძლო ეპოვა საკუთარი ბედნიერება. არაერთი თაობისთვის გამხდარა ჯეინის ისტორია შთაგონების წყარო.

რეი ბრედბერის „451°ფარენჰეიტი“ - ფილოსოფიური ანტიუტოპია, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება. ბრედბერი წიგნში აღწერს მომავალს, სადაც ყველა წიგნს მეხანძრეთა არმია ანადგურებს. გაი მონტეგი დარწმუნებულია, რომ ე ს სწორია, თუმცა 17 წლის კლარისასთან ნაცნობობა მისთვის ყველაფერს ცვლის.

კენ კიზის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"
- წიგნში მოქმედება ფსიქიატრიულში ხდება. ავტორი გვაიძულებს დავფიქრდეთ შეშლილობასა და ჯანსაღ აზროვნებას შორის არსებულ ზღვარზე. რადგან წიგნში პაციენტები გაცილებით საღად აზრობენენი,ვიდრე მათი სანიტრები.

მარკუს ზუსაკი „წიგნის ქურდი“
- ისტორია ომის პერიოდში მცხოვრებ რიგით ადამიანებზე,რომელსაც თავად სიკვდილი ყვება. სიუჟეტის ცენტრში გოგონა ლიზელი დგას, რომელსაც თავს არაერთი განსაცდელი დაატყდა. იგი წიგნების მოპარვას დაიწყებს, რომლებიც მისთვის ნამდვილ თავშესაფრად იქცევა ამ სასტიკ სამყაროში.

ტრუმენ კაპოტე „საუზმე ტიფანისთან“
- წიგნის გმირი ჰოლო გოლაიტლია. იგი ბავშვურ გულუბრყვილობას და უჩვეულო მომხიბვლელობას ერთმანეთს საოცრად უთანხმებს. ჰოლი ამ დრომდე ახერხებს მკითხველების მოხიბვლას.

სტივენ კინგი "რიტა ჰეივორტი ანუ გაქცევა შაუშენკიდან"
- თუკი რაღაც მომენტში ეჭვი შეგეპარებათ ადამიანის სულის შესაძლებლობებში უბრალოდ წაიკითხეთ ეს წიგნი. ეს არის ისტორია უდანაშაულო ადამიანზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიენიჭა . ისტორია სიცოცხლის გადარჩენაზე იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. უდიდესი ისტორია გაქცევასა დ ა თავის გადარჩენაზე.

გაბრიელ გარსია მარკესის "ჩემი სევდიანი მეძავების მოგონებისას" - გამჭვირვალე, სევდიანი ისტორია ცხოვრებასა დ ა სიყვარულზე  - შემთხვევით, ყალბ, გვიან, ბოლო და ყველაზე დამღუპველ სიყვარულზე. რომელიც ადამიანს აიძულებს წამით მაინც დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ჯეინ ოსტენი "სიამაყე და ცრურწმენა
"- მარადიული რომანი სიყვარულზე, რომელიც იმდენად გიზიდავს რთულად ახერხებ ძველი კეთილი ინგლისიდან თანამედროვეობაში დაბრუნებას.

Adme.ru




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.