რჩევები
10 წიგნი, რომლებიც 12 წლამდე ბავშვებს კითხვას შეაყვარებს
FaceBook
ბევრი მშობელი ცდილობს ბავშვებში წიგნის კითხვის მიმართ ინტერესი ადრეული ასაკიდან გააჩინოს.

ამაში უჩვეულო არაფერია, წიგნები ხომ მსოფლმხედეველობას აფართოებენ, ამაღლებენ ინტელექტს და ავითარებენ წარმოსახვის უნარს.

როალდ დალის "ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა"-

ეს წიგნი პატარა ბიჭი ჩარლისა და სხვა ბავშვების თავგადასავალეზეა მისტერ ვონკის ჯადოსნურ საკონდიტრო ქარხანაში

როალდ დალის "მატილდა"- მშვენეირი მახვილგონივრული და საინტერესო წიგნი პატარა ჭკვიან გოგონაზე. და იმაზე რომ მისი არავის ესმის, იმიტომ რომ ის სხვანაიარია. ეს იტორია ღირს მშობლებმაც წაიკითხონ რომ უკეთ გაუგონ საკუთარ შვილებს და გაიხსენონ საკუთარი ბავშვობა.

ერბერტ უელსის "დროის მანქანა" - გამომგონებლის დახმარებით დროში მოგზაური მიემგზავრება 800 ათასი წლით მომავალში. მას უცნაური სამყარო ხვდება. მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის გამო სახეცვლილი ადამიანებით.

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის "პატარა უფლისწული" - ეს იტორია სხვა პლანეტიდან მოვლენილ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელმაც მილიონობით მკითხველი დაიპყრო. ავტორი მარტივად და გულშიჩამწვდომად ყვება ყველაზე მნიშვნელოვანზე.

ჯონატან სვიფტი "გულივერის მოგზაურობა "
-გემის დაღუპვის შემდეგ გულივერი საოცარ ლილიპუტების ქვეყანაში აღმოჩნდება. ნამცეცა მცხოვრებლები ძალიან გახარებულები არიან სტუმრის მოსვლით და ყველანაირად ცდილობენ მისი გულის მოგებას. თუმცა მალე გასაგები ხდება, რომ ლილიპუტიიდან გამგზავრება არც ისე ადვილი იქნება.

ჯეიმს ბარის "პიტერ პენი" - არის იტორია მფრინავ ბიჭზე, რომელსაც გაზრდა არ უნდოდა. ერთხელაც ის დამეგობრდება ჩვეულებრივი სამყაროს ბავშვებთან და ერთად გაემზავრებიან შორეულ კუნძულზე სადაც შეხვდებიან ფერიებს, ინდიელებს და მეკობრეების უფროსს კაუჭას.

კლაივ ლუისის "ნარინიას ქრონიკები" - საოცარი და მშვენიერი ისტორია ჯადოსნურ ქვეყანაზე, რომელსაც სიყვარული და სიკეთე მართავს. იქ ცხოველები და ფრინველები ადამიანების მსგავსად აზროვნებენ და საუბრობენ, ტყეებში კი გნომები და გოლიათები, ფავნები და კენტავრები ბინადრობენ.

მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი" - კეთილი და მისთვის დამახასიათებელი იუმორით ავტორი გვიყვება პატარა გმირებზე რომლებიც სახალისო თავგადასავლებში ებმებიან. ეს რომანი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად იქცა და იგი ყველამ უნდა წაიკითხოს.

ანე კატერინა ვესტლის "მამა, დედა, ბებია, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა"
ნორჩ მკითხველს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს თავაზობს, ოღნდ იუმორით, სითბოთი და მორალისტური ჭკუისწავლების გარეშე.

სელმა ლაგერლეფის "ლეგენდა შობის ვარდზე" - ეს არი ჯადოსნური ზღაპარი სიყვარულზე, რწმენაზე, სიკეთეზე, სიძულვილსა და პატიებაზე.

adme.ru

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.