ეს კარაქი დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ კუჭის ტკივილისგან. რეცეპტი ეფექტურია და შემოწმებული.
დაგჭირდებათ:
200 გ დარბილებული ნაღების კარაქი
1 ჩ.კ. ასფურცელა
1 ჩ.კ. კრაზანა
1 ს.კ. კალენდულას ყვავილი
ზემოაღნიშნული ბალახები დაფქვით ყავის საფქვავში და შეურიეთ კარაქს. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. სურნელოვანი მცენარეული კარაქი მზადაა.
ორი ასანთის კოლოფის ზომის შავ პურს წაუსვით 1 ჩ.კ. სამკურნალო კარაქი და მიირთვით უზმოზე 30 წუთით ადრე ჭამამდე. როცა კარაქი დაგიმთავრდებათ, შეგიძლიათ გაიმეოროთ მკურნალობა.
სწორედ ეს ბუტერბროდია შესანიშნავი წამალი ავადმყოფი კუჭისთვის, ვინაიდან ბალახებს (განსაკუთრებით კრაზანას) გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, კარაქი ეფინება კუჭის კედლებს, შავი პური კი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას.
reitingi.ge
მასალის გამოყენების პირობები