რჩევები
როგორ გავირუჯოთ სწორად და უსაფრთხოდ - კოსმეტოლოგის რჩევები
FaceBook

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სხეულზე რუჯის მიღება, აქტუალური ხდება.


მზის სხივების შედეგად მიღებულ რუჯს, დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეები გააჩნია, ამიტომ ექიმ-კოსმეტოლოგები გარუჯვის მსურველებს, კონკრეტულ რჩევებს აძლევენ.

პირველ რიგში, მათივე რეკომენდაციით, სანამ ბუნებრივი მზის რუჯის მიღება დაიწყება, სასურველია, კვირაში 2-ჯერ 10 წუთი მომხმარებელი სოლარიუმში გაირუჯოს.

"ამით ის იღებს სასარგებლო რუჯს და არ მიმდინარეობს კანის დამწვრობა, ვიდრე პირდაპირი მზის სხივის ფონზე, როდესაც გარუჯვის მოყვარულებს არა აქვთ დროის შეგრძნება და ხდება კანის დამწვრობა,"- აღნიშნავს ესთეტიკური ცენტრის "ელიზიუმი" ექიმი-კოსმეტოლოგი, ელისო ჯიშკარიანი.

ის ასევე, მოსახლეობას აფრთხილებს, 12-დან 2 საათამდე თავი შეიკავონ ულტრაიისფერი სხივების მიღებისგან, რადგან დღის ამ პერიოდში მზის სხივები განსაკუთებით მავნებელია. ყველაზე სასარგებლო პერიოდი რუჯისთვის მზის ამოსვლიდან დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგაა.

ექიმი-კოსმეტოლოგი, ასევე მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ რუჯის მიღებამდე, სასურველია, კანი მომზადებული იყოს დამატენიანებელი საშუალებებით, მზისგან დამწვრობის თავის არიდების მიზნით.

თითქმის იგივე რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ სოლარიუმში გარუჯვის მსურველებმა. აუცილებელია პროცედურის მიღების ხანგრძლივობის დაცვა. სოლარიუმში გადაჭარბებული დროით ყოფნა კანისთვის საზიანოა.

"ვიწყებთ მინიმალური დროიდან, 3-4 წუთიდან სოლარიუმში შესვლას და შემდეგ, მაქსიმალურად ვზრდით 10 წუთამდე. ესეც დამოკიდებულია დანადგარის ნათურების სიძლიერეზე," - ამბობს კოსმეტოლოგი, ელისო ჯიშკარიანი.

3-5 წუთიანი რუჯი სოლარიუმში სასარგებლოა, როგორც კანისთვის, ასევე, სახსრებისთვისაც, ხოლო საზიანო ხდება იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი სხივების მიღება 100 წუთს აღემატება.

მომხმარებლებს რუჯის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ სხვადასხვა პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში.

"სასურველია, მომხმარებელს ექიმისგან ჰქონდეს ნებართვა, რომ მისი ორგანიზმი სრულიად ჯანმრთელია რუჯის მისაღებად. უნდა იყოს შესწავლილი სხეულზე არსებული ხალები არის თუ არა საშიში, აგრეთვე გამოირიცხოს ონკოლოგიური დაავადების არსებობა. არაა სასურველი ჰორმონალური დარღვევის დროს გაურჯვა. ასევე, არაა რეკომენდებული სოლარიუმი ორსულებისთვის და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის, რადგან არასწორად მიღებული მზის რუჯი აქვეითებს იმუნიტეტს. დაქვეითებული იმუნიტეტი კი უამრავ დაავადებას იწვევს," - აღნიშნავს კოსმეტოლოგი, ელისო ჯიშკარიანი.

ექიმ-კოსმეტოლოგები ნებისმიერი სახის რუჯის მიღებამდე და მის შემდეგ, მომხმარებლებს კანის აღმდგენი კრემისა და დღეში 2 ლიტრამდე სითხის მიღებას ურჩევენ, რადგან რუჯი კანის სიმშრალეს იწვევს.

"გარგრის, სტაფილოს წვენები ძალიან სასარგებლოა. კაროტინის შემცველობის გამო, ის რუჯის გამაძლიერებელია," - ამბობს ექიმი-კოსმეტოლოგი.

რუჯი საუკეთესოდ ითვლება, თუკი ის დამწვრობის გარეშე მიიღება. ამ მიზნის მისაღევად კი აუცილებელია ყოველდღე, მაქსიმუმ 1 საათიანი გარუჯვა, არა ერთიანად, არამედ დღის განმავლობაში 10-15- 20 წუთიანი ინტერვალით.

კოსმეტოლოგები, ასევე აღნიშნავენ, რომ სანაპიროსთან ახლოს მიღებული რუჯი სასიამოვნო და სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან ზღვის სინოტივე კანს ატენიანებს და წყალში ცურვის დროსაც ორგანიზმი რუჯს გაცილებით კარგად იღებს. თუმცა, ამ დროს ყველაზე დაუცველი ზონებია მხრები, ცხვირი, მკერდი და ამიტომ ექიმ-კოსმეტოლოგების რჩევით აუცილებელია ყოველ ნახევარ საათში დამატენიანებელი და დამცავი საშუალებების გამოყენება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.