რა უნდა გავითვალისწინოთ როცა ზღვის სანაპიროზე ჩვენთვის
სასურველ ფერს ვიღებთ.
ზედმეტად მიღებული D ვიტამინი, რომლის მთავარი წყარო მზის
სხივია, ისევე საშიშია, როგორც მისი ნაკლებობა.
D ვიტამინი წარმოადგენს
სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც
მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და არეგულირებს
200-ზე მეტი გენის ფუნქციებს. როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში,
ასევე ზრდასრულ ასაკშიც მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება.
მაგრამ რატომ უნდა ვერიდოთ და რა შეიძლება გამოიწვიოს მზის
სხივმა კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციონისტი თამარ
ბოგვერაძე გვიხსნის.
"როდესაც ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს აღწევს ამ დროს ხშირად
იხმარება ტერმინი : " მწველი მზე, " თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემები
, შეიძლება განვითარდეს : მზის დაკვრა, მზის ალერგია, მზისგან
გამოწვეული დამწვრობა , მთელი რიგი კანის დაავადებები, აღარაფერს
ვამბობ ასაკოვან ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, ამიტომ
უნდა მოვერიდოთ მწველ მზეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება
მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის", - ამბობს ექიმი.
მასალის გამოყენების პირობები