კრემი და მალამო ხელს უშლის ბავშვის ორგანიზმს, თავად გამოიმუშაოს D ვიტამინი ბუნებრივი გზით.
რვა წლის ბრიტანელი ჰეტი ბენტონი, ენერგიული, ჯანმრთელი და ხალისიანი გოგონაა. ტკივილები მთელ ტანში და მუდმივი დაღლილობა უეცრად დაეწყო. თავიდან ექიმები და მშობლები ვერ მიხვდნენ, რაში იყო საქმე. როდესაც სისხლის ანალიზმა D ვიტამინის კონცენტრაციის მინიმალური ზღვარი დააფიქსირა, ყველაფერი ნათელი გახდა.
აღმოჩნდა, რომ ჰეტის დედას ისე ეშინოდა კანის სიმსივნის (რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად), გამუდმებით უსვამდა ბავშვს მზისგან დამცავ - მაღალი აქტივობის მალამოს. 12-კვირიანმა "მზის ვიტამინით" მკურნალობამ გოგონას ჩვეული ენერგია და ხალისი დაუბრუნა.
როგორც Daily Mail-ი იუწყება, ჰეტის შემთხვევა არ არის გამონაკლისი. დიდ ბრიტანეთში არის ასეთი ტენდენცია: მშობლების ზედმეტი მონდომება, დაიცვან ბავშვები კანის კიბოსაგან - მზისგან დამცავი კრემების საშუალებით. კრემი და მალამო ხელს უშლის ბავშვის ორგანიზმს, თავად გამოიმუშაოს D ვიტამინი ბუნებრივი გზით. მზის ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებათ ახალშობილებსაც. მათ უვითარდებათ რაქიტი. "მზის ვიტამინის" ნაკლებობა საკმაოდ საშიშია - განსაკუთრებისთ ბავშის განვითარებისათვის. კანადელი მეცნიერების მონაცემებით, 5 წლის ბავშვებს (რომლებსაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებათ), უკვე აქვთ პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ეს ვიტამინი აუცილებელია ასევე ქალის ჯანმრთელობისათვის: ბელგიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის სხივის ზემოქმედება ამაღლებს ფერტილობას (ქალის ორგანიზმის რეპროდუქციის უნარს). ექსპერტები გვირჩევენ სუფთა ჰაერზე სეირნობას და სწორ კვებას. ხოლო შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც მზის სხივები არ არის საკმარისი, დამატებით D ვიტამინის მიღებას - რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციით. ასევე ექიმის რეკომენდაციის მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას - მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში, როცა ზღვაზე ან მთაში ხართ, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, და როცა კრემი კარგად შერჩეული და ხარისხიანია. მეტისმეტი ხომ არაფერი ვარგა, არც მზრუნველობა, მათ შორის.
mshoblebi.ge
მასალის გამოყენების პირობები