ეროვნული გამოცდები ქუთაისის სამ საჯარო სკოლაში ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, დილის 9 სათიადან დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები ქუთაისის სამ საჯარო სკოლაში მოეწყობა და

აბიტურიენები გამოცდებს N 1 N 17 და N 41 სკოლის შენობაში ჩააბარებენ.

სკოლადამთავრებულებს ხვალ გამოცდების ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიმდინარე წელს სულ 38 500 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 22 ივლისამდე გაგრძელდება.
Print