მულტიმედია
პანდემიაზე ,,მოლაპარაკე“ კედლები
FaceBook

ოვიდპანდემიამ ხელოვნების ყველა დარგს შეუცვალა ადგილი.


ზოგი რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა, ზოგი სცენიდან
ქუჩაში გაიწვია.

მოქმედების არეალი მხოლოდ ქუჩის მხატვრობას, იგივე სტრიტ არტს არ შეცვლია. ხელოვნების დარგებს შორის, ანდემიისგან მიღებული შოკისგან ყველაზე ადრე ის გამოერკვა.

შესაბამისად, პ
ანდემიის დროს ჩაკეტილი ქალაქების კედლებმა ყურებთან ერთად, პირიც მიიმაგრა და ბევრის სათქმელი გააჟღერა.


სტრიტ არტს პანდემიამ ვერაფერი დააკლო, პირიქით, ასპარეზი გაუფართოვა.ქუჩის მხატვრობამ პირველმა დაიწყო კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, კოვიდპანდემიით გამოწვეული სტრესის, მარტოობის, ჩაკეტილობის, შიშის, უიმედობის მხატვრულად ასახვა.



ავტორი:კეტრინ ჰარდი


პანდემიის პერიოდში არსებულ ტენდენციებს, ემოციებს, დამოკიდებულებებს, ზოგადად, კორონაპანდემიის ისტორიას მსოფლიოს ქუჩის მხატვრობა შემოუნახავს. ეს ისტორია კი ტუალეტის ქაღალდის "ფეტიშით" დაწყებული, აცრების სასიცოცხლო მნიშვნელობის მოწოდებით დასრულებული, ყველაფერს მოიცავს.


მაგალითად, ქაღალდომანია ორიგინალურად გადმოსცა  არტისტმა იესუს კრუს არტილესმა. მან "ბეჭდების მბრძანებლის" ცნობილ პერსონაჟს, გოლუმს ხელში მისი სანეტარო "მშვენების" ბეჭდის ნაცვლად, ტუალეტის ქაღალდი დააჭერინა. ამ ნახატით მიანიშნა, გლობალურმა მოვლენამ როგორ შეიძლება შეცვალოს ღირებულებები და ძალაუფლებისა თუ ბედნიერების სიმბოლოდ ისეთი ყოფითი ნივთი აქციოს, როგორიც ტუალეტის ქაღალდია.



ავტორი: ესუს კრუს არტილესი

სტრიტ-არტისტმა The Rebel Bear-მა ედინბურგში ვაქცინაციის მოწოდების მიზნით შექმნა ნახატი. მართალია, ამ საკითხს ასობით ნამუშევარი მიეძღვნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა Bear-ის შემოქმედება იმით არის საინტერესო, რომ ანტივაქსერებმა მისი დაზიანება მოასწრეს. აცრის მომხრეთა და  მოწინააღმდეგეთა ეპოქალური შერკინება კედლის მხატვრობაზეც აისახა.




ავტორი: The Rebel Bear


პანდემიამ ახალი გმირიც გამოარჩია. ექთანი ბევრმა ავტორმა ანგელოზთან გააიგივა, ბევრმა სუპერგმირთან და გადამრჩენელის, ლამის „მესიანური“ როლი დააკისრა.



ავტორი: Black Rock

Მედდების განსაკუთრებულობა ჩანს ამსტერდამში მცხოვრები ქუჩის მხატვრის FAKE– ის ნამუშევარში, რომლის ფრესკაზე "სუპერ მედდა!" ნახატის პერსონაჟს სახეზე ნიღაბი უკეთია, რომელსაც სუპერმენის ლოგო ამშვენებს.


ავტორი:FAKE

ერთ-ერთი პირველი, ვინც ექთანი გმირად გამოსახა,  ცნობილი ბრიტანელი არტისტი ბენქსი იყო.

ბენქსს შრომა დაუფასდა, პირდაპირი მნიშვნელობით. ნახატი 16 მილიონ ფუნტად გაიყიდა. ეს თანხა მხატვარმა ქველმოქმედებას მოახმარა - კოვიდკლინიკას გადაურიცხა.



ავტორი" ბენქსი

პანდემიის პერიოდში შეფასებითი და მოწოდებითი ხასიათის ბევრი ნახატი შეიქმნა. გრაფიტებსა და  სტენსილებს მიეცათ სოციალური ფუნქცია მოუწოდოს, დაარიგოს, გაამხნევოს, პატივი სცეს. ქუჩის მხატვრობამ მოიტანა სათქმელის სიმარტივე, ზოგჯერ - პრიმიტიულობა.

ამ ფორმამ პანდემიური ქუჩის მხატვრობა, ბევრი არტისტის თვალში, ლოზუნგს დაამსგავსა და ნაკლებად საინტერესო გახადა. სწორხაზოვნება მიუღებელი ფორმაა  მხატვარ ქრისტინე რობაქიძისთვისაც.


,,ინტერნეტში რასაც გადავხედე, დიდად საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე. დიდაქტიკური, ჭკუის სასწავლებელი ნახატები ვნახე, რომელიც, როგორც წესი, გვარიგებს, რომ პირბადე აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ა.შ. მსგავსი მოწოდებები იმდენად მარტივია ჩემთვის, რომ დიდად არ არის საინტერესო. საინტერესო ნამდვილი სოციალური და პანდემიური სტრიტ-არტი იქნებოდა", - მიაჩნია ქრისტინეს.

კინომცოდნე მაია ლოლაძის აზრით, სტრიტ არტს დიდაქტიკა და სიმარტივე შესაძლებელია იმიტომ შეეპარა, რომ სიცოცხლის გადარჩენამ, მომავლის დაკარგვის შიშმა გადაფარა ყველაფერი,მხატვრული ღირებულებისა და მნიშვნელობის ჩათვლით. ნახატის სათქმელი ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, მათ შორის ხელოვნებიდან ყველაზე შორს მდგომებისთვის.


,,პანდემიამ აჩვენა რა არის ყველაზე ღირებული. სხვანაირად გადაანაწილა სიმძიმის ცენტრები. კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას ადამიანი და მისი უნიკალურობა, სიცოცხლე და მისი უნიკალურობა ამ სამყაროში. ამის აღიარება მოუწიათ არა მხოლოდ ფუფუნების მოყვარულ მილიარდერებს, არამედ სნობებსაც, რომელთათვისაც ხელოვნებაში უმაღლესი ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. პანდემიამ ბევრი რამ გაახუნა. მხოლოდ ადამიანის სიცოცხლე აქცია ფასეულობად და ღირებულებად".


მიუხედავად ამისა, სტრიტ არტი არ ივიწყებდა მის თავდაპირველ დანიშნულებას, - კრიტიკას და პროტესტს, მათ შორის კრიტიკას მსოფლიო ლიდერების მისამართით. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მათ გადაწყვეტილებებზე გადიოდა მილიონობით ადამიანის გადარჩენის საკითხი.

ბრაზილიელმა ქუჩის მხატვარმა აირა ოკრესპომ ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო გამოსახა. ბოლსონარომ ხელი შეუშალა და არასერიოზულად მიიჩნია სოციალურ დისტანცირების, ლოქდაუნის და პანდემიის მართვის სხვა საკითხები. როდესაც მას უთხრეს ბრაზილიაში ინფიცირებულების რაოდენობის კატასტროფული ზრდის შესახებ, მან მხოლოდ ეს თქვა "მერე რა? რა გინდა რომ გავაკეთო?".

სტრიტ არტისტმა ოკრესპომ პრეზიდენტი ჯამბაზის ცხვირით გამოსახა, სათაურით "ბოლსონაროს ნიღაბი კორონავირუსის წინააღმდეგ".


ავტორი: აირა ოკრესპო

ავსტრალიელმა ქუჩის არტისტმა LUSHSUX-მა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინსი სკაფანდრში გამოსახა. ჩინეთის ლიდერი ირწმუნებოდა, რომ მის ქვეყანაში  საგანგაშო არაფერი ხდებოდა, "არაფერია სანახავი", - ამბობდა ის.

მხატვარმა თავისი სტენსილით  სიცრუის ფაქტზე მიანიშნა. ჩინეთი კორონავირუსის დაბალ მაჩვენებელს აცხადებდა, სამაგიეროდ, ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ რეალური რიცხვები ოთხჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.


ავტორი: LUSHSUX

ოკრესპოსა და LUSHSUX-ის შემთხვევები ბევრი არ არის. ამ შინაარსის ნახატებს გაცილებით ჭარბობს დიდაქტიკურ-მოწოდებითი სტენსილები. სწორედ ასეთ კრიტიკულ შინაარსს მოისაკლისებს მხატვარი ქრისტინე რობაქიძე პანდემიურ ქუჩის მხატვრობაში.

,,საინტერესო იქნებოდა საქართველოში ვინმე თუ გააპროტესტებდა და ქუჩაში გამოიტანდა იმას, რომ სოციალური კუთხით, ძალიან მცდარი კურსით მიდის ყველაფერი საქართველოში. რესტორნები რომ მუშაობენ და მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის. ხალხს შეუზღუდეს გადაადგილება. საავადმყოფოებში ადგილი არ არის, ამ დროს "კარფური" იხსნება და მთავრობა ზეიმობს. ამ მახინჯ მხარეებს თუკი ვინმე ქუჩაში გამოიტანდა და სტრიტ არტით გააპროტესტებდა, საინტერესო იქნებოდა", - ამბობს ქრისტინე.

საქართევლოში, განსხვავებით დანარჩენი მსოფლიოსგან, არა მხოლოდ კრიტიკული, ზოგადად პანდემიური შემოქმედების ნაკლებობაა. ამიტომ, ვიდრე კრიტიკას მიმართავენ, მადლობა და პატივისცემაა გამოსახატი იმ ჯგუფების მიმართ, რომლებმაც პირველებმა მიიღეს კოვიდპანდემიის დარტყმა და ამ დრომდე ფრონტის წინა ხაზს არ მოშორებიან - ექიმები, ექთნები, სანიტრები.

სამედიცინო პერსონალის შრომას მიეძღვნა სტენსილი, რომელიც მხატვარმა ლია უკლებამ ქუთაისში ერთ-ერთი კლინიკის კედელზე დახატა. ჩვენი ინფორმაციით, ეს საქართევლოში პანდემიის თემაზე შექმნილი ერთადერთი ნახატია კედელზე.

,,პანდემია არის მოვლენა, რომელმაც უკვე დატოვა და კიდევ უფრო მძაფრად დატოვებს კვალს თითოეულ ჩვენგანზე. ხელოვნების ვერცერთი ჟანრი ვერ აცდება ამ თემას და მათ შორის, ალბათ, ყველაზე ხშირად სტრიტ არტი იტყვის თავის სათქმელს. ახლახან ვმუშაობდი კოვიდ კლინიკაში პანდემიის თემაზე და მედ-პერსონალმა მადლობა გადამიხადა მეც და იდეის ავტორსაც, მათი შრომის შემჩნევისთვის. ყველა თავისთავს ხედავდა ნახატში და რასაკვირველია, მივხვდი, რომ ეს იყო ძალიან სწორ დროს და ძალიან სწორ ადგილას გაკეთებული ნამუშევარი", - ამბობს მხატვარი ლია უკლება.



მსოფლიოს ყველა ქვეყნის დიდ და პატარა ქალაქებში კედლები გამოხატვისა და კომენტარის რეალურ სივრცედ იქცა.

,,ეს ფრესკები გვთავაზობენ მომენტალურ შვებას გლობალური COVID-19 კრიზისის მუდმივი სიახლეებისა და ფსიქოლოგიური წნეხისგან. ეს მხატვრები გვეხმარებიან გამოხატონ ჩვენი კოლექტიური გაბრაზება, შიში და იმედგაცრუება და ამით შეუძლიათ დაგვეხმარონ ამ გრძნობების ოდნავ შემცირებაში. ისინი ასევე გამოხატავენ ჩვენს კოლექტიურ იმედს და პატივისცემას და შესაძლოა, ისინი დაგვეხმარონ კიდევ უფრო გაიზარდოს ერთიანობა ჩვენ შორის", - ამბობს ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენტის“ ყოფილი ჟურნალისტი ქუბა შანდ-ბაპტისტე.

ვირუსოლოგებთან, ეპიდემიოლოგებთან, მიკრობიოლოგებთან, ფსიქოლოგებთან ერთად კოვიდსტრესს კიდევ ერთი მოწინააღმდეგე - ქუჩის მხატვრობა გამოუჩნდა. ის გალერეებსა და კერძო კოლექციებში არ იმალება, თავად მიდის ადამიანთან, "თვალში ეჩხირება", შემჩნევას აიძულებს,პანდემიის დროს მნიშვნელოვან საკითხებზე მის ყურადღებას იპყრობს, ან სილამაზით მძიმე განწყობას აქარწყლებს. ამიტომ გალერეებზე უფრო საინტერესო ხდება, რა იხატება ქუჩაში.

,,ადრეც და ახლაც, მხატვრები ტოვებენ პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სხვა პრობლემატურ მესიჯებს ქუჩებში, თუმცა ზოგჯერ სტრიტ არტი მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს. ავტორის გემოვნების და მიმართულების საკითხია. ხშირად ისმის კითხვა, რა არის სტრიტ არტი, ხელოვნება თუ ვანდალიზმი? ჩემი პასუხი ერთნმნიშვნელოვნად ხელოვნებაა", - ამბობს ლია უკლება.

ხელოვნებამ, რომელსაც პანდემიაც ვერ აჩერებს, საქართველოში კედლები სათანადოდ მაინც ვერ „აალაპარაკა“.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.