მულტიმედია
ქუთაისში მცხოვრები ნიგერიელების ღია სამყარო (ვიდეო)
FaceBook
ჯენის, ბევრი სხვა უცხოელის მსგავსად, საქართველო ((Georgia) თავიდან ამერიკის ერთ-ერთი შტატი ეგონა. თუმცა საქართველოში ჩამოსვლიდან პირველივე დღეს მიხვდა, რომ სახელწოდების მსგავსების მიუხედავად, ამერიკული ჯორჯიასგან სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში მოხვდა.

25 წლის ჯენი ეზეაბასილი ნიგერიიდანაა და საქართველოში 6 წელია ცხოვრობს. იგი Მედიცინას შეისწავლის აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ხნის განმავლობაში, მან Ბევრი შეიტყო საქართველოზე და იმაზეც, რომ სამყარო უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეს რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყნიდან ჩანს.

ჯენი ბევრმა რამ გააოცა საქართველოში, პირველ რიგში კი ქართულმა ენამ. მიუხედავად ქართული ენის სირთულისა, ჯენიმ მაინც მოახერხა მისი შესწავლა.

ერთ-ერთი პირველი, რაც ქართულ ენაზე გააგონეს სიტყვა "ჟანგია" -- ასე მისი კანის ფერი მოიხსენიეს.

"ჟანგი პირველი იყო, რაც თქვეს [დისკრიმინაციული], მეორე იყო კორონავირუსი. ადგილობრივებმა ჩათვალეს, რომ რადგან ნიგერიიდან ვიყავი, კორონავირუსის გავრცელება შემეძლო, თუმცა, ბუნებრივია, ეს ასე არ არის".

Მიუხედავად ამისა, ჯენი ქართველებს მეგობრულ ადამიანებად მიიჩნევს და საქართველოს უცხოელებისადმი ერთ-ერთ ყველაზე მიმღებ და კეთილგანწყობილ ქვეყნად მოიხსენიებს.

"ქართველი Მეგობრები მყავს, კარგი და თბილი ხალხი ცხოვრობს აქ. ყველაფერი ლამაზია", - ამბობს ჯენი.



Საქართველოზე საუბრისას იგი Სიტყვა "ლამაზს" ყველაზე ხშირად ახსენებს და ქართული ტრადიციების, ცხოვრების წესის, ბუნების, ადამიანების აღსაწერად იყენებს.

ჯენი Ხშირად ამბობს სიტყვა "მრავალფეროვანსაც". ასე Პირველ რიგში ქართულ სამზარეულოს მოიხსენიებს და საქართველოს გემოების მხრივ დიდი აღმოჩენების მხარედ მიიჩნევს.

"ძალიან მდიდარი სამზარეულო გაქვთ. არის ხილი, არის სალათები, არის ხორცი, თევზი, დიდი მრავალფეროვნებაა. ნიგერიაში ასე არ არის. Ნიგერიაში მხოლოდ ბრინჯი და ხორცია", - ამბობს ჯენი.

ჯენისთვის საქართველოში ყველაფერი მისაღები აღმოჩნდა კლიმატის გარდა. ნიგერიაში, ცხელ კლიმატში, აღზრდილისთვის ქუთაისური არც თუ ცივი ზამთრებიც რთულად შესაგუებელი გახდა.

ჯენის ძირითადი დრო სწავლას ეთმობა. Მის ფაკულტეტზე სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ათობით სტუდენტია. თუმცა ეს განსხვავებულობა დისონანსს არ აჩენს, ყოველ შემთხვევაში, ჯენისთვის. ამაში საინტერესოს უფრო მეტს ხედავს, ვიდრე დამაბრკოლებელს.




თავისუფალ დროს ბიბლიის შესწავლას უთმობს. საამისოდ ხუთშაბათს და კვირას პროტესტანტულ ეკლესიას სტუმრობს. რომელიც მისივე თანამემამულე მირაქლმა დააფუძნა.



მირაქლ ქინგსქროუნ ოსაქვე ჩიზობაც მედიცინას შეისწავლის.

ჯენის მსგავსად, Საქართველოში სტუმრობამ მასაც ბევრ საკითხზე შეუცვალა წარმოდგენა.

მირაქლი გააოცა საქართველოს სიმცირემ. აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოს წარმომადგენელი, საქართველოს მცირე ტერიტორიაზე არსებული მრავალფეროვნებით მოიხიბლა და იმაშიც დარწმუნდა, რომ მრავალფეროვნება მასშტაბზე არ არის დამოკიდებული..

Მირაქლმა საქართველოში სწავლა მეგობრის რეკომენდაციით გადაწყვიტა. Სამი დიდი ქალაქიდან კი ქუთაისი შეარჩია.

"მე ვცხოვრობდი თბილისში, ბათუმში, ბევრ ქალაქში, მაგრამ მიყვარს ქუთაისი. ქუთაისი არ არის დიდი და ყველა ადგილი, სადაც წახვალ, მიყვარს. მიყვარს თეთრი ხიდი და ბაგრატის ტაძარი.უბრალოდ, მიყვარს ქუთაისი", - ამბობს მირაქლი.

იგი 6 წელია ფეხმოუცვლელად ცხოვრობს საქართევლოში და გაუცხოების განცდა დიდი ხანია აღარ აქვს. ქართულად დათვლა, ცოტაოდენი კითხვა და საჭირო სიტყვები იცის. ქართული ენის უფრო ღრმად შესწავლა არ გამოუვიდა.

"2016 წელს ჩამოვედი საქართველოში. ჩემი მეგობარი თბილისში სწავლობდა. მან მირჩია აქ ჩამოსვლა. ქუთაისში ვერ იპოვი სამსახურს, მითუმეტეს სტუდენტებისთვის, შესაძლოა, თბილისში არის, მაგრამ აქ არ არის. სამსახურში მომიწევდა ქართულად ბევრი საუბარი. სწავლის პროცესში კი ქართულად ლაპარაკის საჭიროება არ არის", - ამბობს მირაქლი.

Მირაქლს ქუთაისში Რამდენჯერმე მოუხდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია გახლდათ, რომელიც მირაქლმა თავის სახლში დააფუძნა. ქართველი Მასპინძლები ვერ იგებდნენ და რიგ შემთხვევაში აფრთხობდათ პროტესტანტული ღვთისმსახურება.

"ხმაურობთო გვეუბნებიან. ქრისტიანულ საგალობლებს ვმღერით და ზოგჯერ ვცეკვავთ. ამით ვადიდებთ ღმერთს".

ეკლესიის ძირითადი მრევლი ნიგერიელი სტუდენტები არიან. მირაქლი აღნიშნავს, რომ მათ ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავთ, თუმცა ისინი მათ ეკლესიას არ სტუმრობენ:"ამის მიზეზი ალბათ ენობრივი ბარიერია (მსახურება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობსს), ასევე შიშია უცხოს მიმართ", - აღნიშნავს მირაქლი.

დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევებზე არ ყვება, თუმცა მიუთითებს, რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონია საქართველოში.

"შენ მე არ მიცნობ, არ იცი არაფერი ჩემს შესახებ, მაგრამ იმის გამო, რომ განსხვავებული ფერის კანი მაქვს, ფიქრობ, რომ ჩემზე უკეთესი ხარ და ეს ძალიან საწყენი და შეურაცხმყოფელია", - მიაჩნია მირაქლს.

თუმცა საქართველოსა და კონკრეტულად ქუთაისში ცხოვრებიდან მხოლოდ კარგი ახსენდება და იმ მიზეზების ჩამოთვლაც არ უჭირს, თუ რატომ მოსწონს საქართველო:

"საქართველო, ბევრი მიზეზის გამო მიყვარს. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ გარემოა აქ მშვიდობიანი, საქართველო ერთ-ერთი მშვენიერი ადგილია.ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, უნივერსიტეტიდან, სავარჯიშო დარბაზში გაცნობილებიდან. ქართველები ჩემთვის ძალიან მეგობრულები არიან, როცა მათ არ ესმით ინგლისური, მაინც ცდილობენ კომუნიკაციას და ჩვენ ძალიან ბევრს ვიცინით ერთად", - ყვება მირაქლი.

Საქართველოში დარჩენას არ აპირებს და Სამედიცინო კარიერის გაგრძელებას ნიგერიაში გეგმავს.

Სამშობლო ენატრება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საქართველოც მოენატრება. აქ გატარებული პერიოდი დიდი გამოცდილებების ეტაპად შევა მის ცხოვრებაში.

საქართველოში რამდენიმე ათასი ნიგერიელი ცხოვრობს. ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ნიგერიელი სტუდენტი სწავლობს.

მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "მედიის   ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე" და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.