არჩევნები ქუთაისში - ოპონენტის გარეშე დარჩენილი “ქართული ოცნება” და ამომრჩეველთა შეფასებები
10:43 / 09.12.2020
მე-10- ე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს
უნდა შეიკრიბოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური
მონაცემების მიხედვით, მანდატი ათმა პარტიამ მიიღო.
თუმცა, ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ჯერ
გადაწყვეტილი არ აქვს. სწორედ ამ საკითხზე საქართველოში აშშ-ის
ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და
ოპოზიციას შორის მოლაპარაკები მიმდინარეობს.
მზადება ტრიბუნისთვის
პარლამენტის არჩევნების შედეგად ქუთაისის
მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიის წარმომადგენლი ზაზა
ლომინაძე გახდა, რომელსაც საჭირო ხმების მოსაგროვებლად მეორე ტური
დასჭირდა. ის ამბობს, რომ გამარჯვებას პირველივე ტურში
ელოდა.
ქალაქის ახლდარჩეული მაჟორიტარი დეპუტატის ამბობს,
რომ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რა ხმებიც ავიღე პირველი ტურის
დროს იგივე რაოდენობა ავიღე მეორე ტურშიც. ეს არის
ყველაზე მთავარი შედეგი. უფრო მოხარული ვიქნებოდი მეორე ტურში
ჩემს ოპონენტს მიეღო მონაწილეობა და უფრო რთული ბრძლით
გაგვემარჯვა. თუმცა, მე ჩვენს გამარჯვებაში არასდროს ეჭვი არ
შემიტანია“.
ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა ახლა იმ საქმეების კეთებაა, რის
გამოც მას ქუთაისელებმა „ხმა მისცეს“. მაჟორიტარი დეპუტატი
ამბობს, რომ პარლამენტში ორ კომიტეტში იქნება.
„სავარაუდოდ, ორ კომიტეტში ვიქნები. ცხადია, ეს იქნება
ჯანდაცვის კომიტეტი“, - ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი
დეპუტატი.
ზაზა ლომინაძე საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას
აანონსებს და ამბობს, რომ აქტიურად იქნება ჩართული არა მხოლოდ
საპარლამენტო ცხოვრებაში არამედ, ქუთაისის ადგილობრივ
თვითმმართველობის საქმიანობაშიც.
მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის ბიურო ქუთაისის
მერიის შენობაში იქნება განთავსებული. თუ როგორ დააკომპლექტებს ან რა
პერიოდულობით ექნება მოქალაქეებთან შეხვედრები ჯერ დაზუსტებული
არ აქვს. ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება კომიტეტების
სხდომებზე და სასესიო მოსმენების პერიოდულობაზე.
„ვიცით, რომ ურთულესი წელი გვაქვს, ეს არის პანდემიით გამოწვული,
ეკონომიკური სიდუხჭირით და მისგან გამოწვეული მძიმე
სოციალური მდგომარეობა. ვეცდები, ყველანაირად რომ ქუთაისისთვის მეტი
თანხები მოვიზიდო სხვადასხვა ფონდებიდან და ამით ეს ფონი შევამსუბუქო
გუნდდთან ერთად“.
იცის, რომ ქალაქის ეკონომიკის გასაძლიერებლად და სოციალური ფენის
გასაუმჯობესებლად დიდი შრომაა საჭირო. ახლა მთავარი კეთილი ნების
ქონაა, რომელიც ქუთაისთან მიმათებაში ცენტალური ხელისუფლების მხრიდან
წლებია არა და რა ჩანს.
თუ რის გაკეთებას შეძლებს ქუთაისისთვის ზაზა ლომინაძე ქვეყნის
საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან და რამდენად დამსახურებულად
მიიღო პარლამენტში მოღვაწეობის მანდატი ამისთვის მას ოთხი წელი
წინ აქვს.
ამომრჩევლები და ოპოზიცია
ქუთაისში ამომრჩევლები და ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნებიდან ერთი თვის
თავზე ქვეყანა დაპაუზებული და სრულ ქაოსშია.
"არჩევნების შედეგად უნდა მომხდარიყო ახალი ძალების, ახალი
სახეების გამოვლენა რათა არ მიგვეღო პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის
ლანძღვას გადაყოლილი ქვეყანა, სადაც არავის სცალია მოსახლეობისთვის...
სამწუხაროდ, სწორედ ეს მოხდება არჩევნებიდან 1 თვის თავზე რაც დღესაც
ნათლად ჩანს", - ამბობს "მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილის"
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ კენჭაძე. ის ამბობს,
რომ საარჩევნოდ მოშვებული კოვიდი, რომელიც ოცნებას რეიტინგ უწევდა
ეხლა მის ყველაზე სუსტ წერტილად გადაიქცა.
იოსებ კენჭაძისგან განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის"
წარმომადგენლი გიგა შუშანია ამბობს, რომ შემდგომაზე არჩევნები
რეალურად არ ჩატარებულა.
"ეს იყო ტოტალური გაყალბება. ისევე როგორც მთელ საქართველოში
ოპოზიციამ ქუთაისში დამაჯერებლობით გაიმარჯვა. ეს იცის "ქართულმა
ოცნებამ" და ამიტომაც არის შეშინებული. ცხადია, ოპოზიცია არ შევა
პარალამენტში თუკი არ იქნება შეთანხმება", - ამბობს გიგა
შუშანია.
რამდენად გაართმებს თავს გამარჯვებული კანდიდატი და რამდენად შეძლებს
ქალაქის საჭიროებას უპასუხოს, ოპოზიციაში თვლიან, რომ მმართველი
გუნდიდან ახლდარჩეული მაჟორიტარიც გაგრძელება იქნება იმ პოლიტიკისა,
რაც ცენტრალურ ხელისუფლებას ქონდა ქუთაისთან მიმართებაში წლების
განმავლობაში.
"ანუ არ შეიცვლება არაფერი. ისევ უფუნქციო, ისევ უმუშევარი, ისევ
გაღარიბებული და უპერსპექტივო ქალაქი გვექნება, რადგან გამარჯვებულ
მაჟორიტარი 1 დაპირებაც არ გაუცია, არც განვითარების ხედვა გაგვანდო
ქუთაისელებს. სავარაუდოთ ის იქნება უფრო წარმატებული ბიზნესმენი
პარლამენტიდან", - ამბობს იოსებ კენჭაძე.
რაც შეეხება ქუთაისელ ამომრჩევლებს ისინი, ჩევნთან საუბარში
იმედგაცრუებულები არიან თუნდაც იმით, რომ მეორე ტურში მხოლოდ ერთმა
პარტიამ "იასპარეზზა".
ხათუნა მარველაშვილი: "მე, მაგალითად, მეორე ტურზე
არ წავედი. რეალურად არჩევანის შესაძლებლობა არ მქონდა რა აზრი ქონდა
მისვლას, ან რატომ ერქვა ამ მეორე ტურს საერთოდ არჩევნები?!
ნათელა ვერულაშვილი: "სამი მაჟორიტარი ჰყავდა
ქუთაისს და არაფერი გაუკეთებიათ, ერთი რას გააკეთებს? ან მაჟორიტარს
ვინ ეკითხება რამის მოგვარებას? უუფლებო ხალხია, ხელფასს იღებენმხოლოდ
ბიუჯეტიდან. ასე იუმედოდ არასდროს ყოფილა ხალხი, არჩევნებზე წასვლასაც
აღარ აქვს აზრი".
ცირა შავგულიძე : "გაყალბებული არჩევნებია და ვინც
უნდა აერჩიათ არ ექნება ლეგიტიმაცია. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის,
როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ნორმალურად იმართოსქვეყანა? არც წინა
მაჟორიტარებს ვიცნობდი და არც ახალი ვიცი ვინ არის. მნიშვნელობა არ
აქვს, ჩვენთვის მაინც არაფერი იცვლება".
ნანა მაისურაძე: "მე როგორც ქუთაისელმა ხმა
მივეცი იმ კანდიდატს, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ჩვენს ქალაქს
მეტი განვითარებისთვის, ქუთაისის ახლად არჩეულმა მაჟორიტარობის
კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ზუსტად იცის რა სჭირდება თითოეულ ქუთაისელს
და ჩვენს ქალაქს. მჯერა, ჩვენი არჩევანი აუცილებლად გაამართლებს და
მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქალაქში გაჩნდება მეტი ახალ
პერსპექტივა, ახალი შესაძლბლობები ჩვენი თანამოქალაქეებისა და
ახალგაზრდებისთვის".
მარინა კაპანაძე: "დიდი მოლოდინები
სიმართლე გითხრათ არ მქონია, მაგრამ რა ვერ გავიგე იცით? არც ისე ცოტა
ხმა აქვს მიღებული ოპოზიციას, შესაბამისად, არც ისე ცოტა მონადატი,
რატომ არშედიან, რა უნდათ ვერ გავიგე მე პირადად, ცოტა დავიბენი.
არცერთ შემთხვევაში არ მინდა პარლამენტში იყოს მხოლოდ ერთი
პარტია".
ირაკლი თევაზაძე:" რა თქმა უნდა, არჩევნების
პროცესები დაუგეგმავად და არაპრონოზირებულად განვითარდა. მთელი
პროცესი, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქვეყანამ
გაიარაარმიანიშნებს დადებით მოვლენებზე და უხერხულ, გაურკვეველ და
დაბნეულ სიტუაციას ქმნის მოქალაქეებისათვის. ამას, თან ემატება
პანდემია და ის ეკონომიკური მდგომარეობა რასაც კოვიდ 19 ქმნის. იმას
რამდენად შეძლებს დეპუტატი ვალდებულებების, პასუხისმგებლობებისა და
ქუთაისელი საზოგადოების დაკვეთის შესრულებას დრო გვაჩვენებს".
ნანა ბერიშვილი: "ახალი მაჟორიტარი ვიცი რომ ექიმია
კაცია და თავისი საქმე კარგად იცის, იმედი მაქვს და მჯერა, რომ
ქალაქისთვისაც სასიკეთო საქმეებს გააკეთებს".
ქუთაისი არჩევენების პირველ და მეორე ტურში ამომრჩევლების დიდი
აქტიურობით გამოირჩეოდა.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 154 928 ამომრჩეველი. აქედან პირველ
ტურში მონაწილეობა არჩევნებში 73 813 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა,
რაც ქალაქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47,62% იყო, ხოლო მეორე
ტურში საკუთარი არჩევანი 33 823 -მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც
ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21,85%.
###
ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენატრების
უფლება/მოვალეობა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით არის
გაწერილი.
"პარლამენტარი არა მხოლოდ იმ ამომრჩეველთა წარმომადგენლად ითვლება,
რომლებმაც იგი აირჩიეს შესაბამის ოლქში, არამედ საქართველოს მთელი
მოსახლეობის წარმომადგენლად; ამიტომ ყველა პარლამენტის წევრს,
მიუხედავად იმისა, მაჟორიტარული წესითაა არჩეული თუ პროპორციულით,
ერთნაირი უფლებები და მოვალეობები აქვს", - ვკითხულობთ
რეგლემანტში.
პარალამენტარის ვალდებულებაა - შეხვდეს მოქალაქეებს და მოისმინოს მათი
საჭირობები, პრობლემური საკითხები დააყენოს პარლამენტში, დაიცვას
მოქალაქეების ინეტერესები და საჭიროების შემთხვევაში თვითმმართველ
ორგანოებთანაც ითანამშლოს და მიიღოს მათგან კონკრეტული
ინფორმაცია.
მაჟორიტარი დეპუტატი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მოქალაქეებს
ჩააბაროს მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში. ერთ-ერთი უპირველესი
ვალდებულება კი, საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობაა.
პარლამენტის წევრი თავისი უფლებამოვალეოებების შესრულების სანაცვლოდ,
ოთხი წლის განმავლობაში, თვეში საშუალოდ 4 624 ლარს იღებს.
პარლამენტარის სახელფასო ანაზღუარება საკანონმდებლო ორგანოში
დაკავებული თანმადებობის მიხედვით (პარლამენტის თავმჯდომარე, მისი
მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ა.შ.)
განისაზღვრება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, პლენარულ სესიაზე,
სადაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
მოუსმინეს, ქართველებს მიმართა და უთხრა,
რომ ისინი მარტო არ არიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები