პანდემიისთვის მთელი მსოფლიო ერთგვარი სცენაა, ყველგან სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და ყველა ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა როლს თამაშობს. ჟანრი ყველგან ერთია-დრამა.
თუმცა, მოიტანა არჩევანიც - თეატრები ან უნდა დაელოდონ უკეთეს დროებას, ან დაემორჩილონ ნაკარნახებ ცვლილებებს და თავი სხვაგვარად გადაირჩინონ.
პანდემიამ მოიტანა სხვა პრიორიტეტებიც, ადამიანი და მისი სიცოცხლე. ღირებულება, რომელმაც დრამატულად შეახსენა თავი ყველას და მათ შორის თეატრებს.
მაგრამ ვიდრე თეატრი საკუთარ დანიშნულებას გადახედავს და
პრიორიტეტებს გადააწყობს, უნდა შეცვალოს მოქმედების
ადგილი.
თეატრებში, სადაც ცვლილებები უმეტესად კონკრეტული ადამიანებისა
და ადამიანთა ჯგუფების ინიციატივით ხდებოდა, დღეს რეფორმატორის როლში
პანდემია გვევლინება, გვარიანად კატეგორიული მოთხოვნებით.
ვირუსმა დახურული შენობები საფრთხის შემცველ ადგილად აქცია.
,,რეფორმატორი პანდემიის" კარნახით, თეატრების მესვეურებმა დარბაზის,
ტრადიციების, შემაღლებული სცენის, შესაბამისი დრამატურგიის,
განათების, გამოცდილების გარეშე უნდა დადგან სპექტაკლები. ისინი
უნდა მოერგონ ონლაინ ან თეატრის შენობის გარე სივრცეებს -
ეზოებს, კიბეებს, ქუჩას.
თეატრების ნაწილმა ეს გამოწვევა მიიღო და ღია სივრცეში
გადავიდა.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში „მწვანე თეატრის" იდეა ადრეც არსებობდა.
პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა, თეატრის ეზო სათამაშო ადგილად
აქცია.
თეატრის მწვანე სივრცეში ხის კონსტრუქციებით მოაწყვეს სცენა,
მაყურებლის დარბაზი, კულისები.
,,მწვანე
თეატრი"
იქ
გაიხსნა ახალი 160-ე სეზონი და იქვე გაიმართა მონოსპექტაკლის
პრემიერა.
სცენა მონო-სპექტაკლიდან ,,თქვენო
უდიდებულესობავ"
დასმა სეზონიც გარეთ დახურა. თეატრის კიბეებზე, პრაქტიკულად
ქუჩაში ითამაშა „ბრემენელი მუსიკოსები".
სცენა სპექტაკლიდან ,,ბრემენელი მუსიკოსები"
სპექტაკლების გარეთ დადგმამ აჩვენა, რომ მესხიშვილის თეატრის 160
წლიანი გამოცდილება და ისტორია შენობაში დარჩა.
გარეთ სხვა ტიპის თეატრი გახდა საძებნი.
სხვა ფორმით,
სხვა დინამიკით,
სხვაგვარად თამაშით,
სხვა დრამატურგიით.
„ის სპექტაკლები რაც რეპერტუარში გვქონდა „მწვანე თეატრში" არ გადავა.
რადგან „მწვანე თეატრი" სპეციფიკური ადგილია და მასზე მოსარგებია
რეპერტუარი. აქ ბუნებრივია, ვერ დადგამ მასობრივ სცენებს, შექსპირს,
თუმცა ვინ იცის, მთავარია ავტორის ფანტაზია", - გვიამბობს
თეატრის დირექტორი
ფანტაზიის მოხმობამდე რეჟისორებს იმის გააზრება მოუწევთ, რომ ღია
სივრცე ანგრევს თეატრის, როგორც „ხელოვნების ტაძრის" ჯერ
კიდევ შემორჩენილ კონცეფციას.
„გარეთ გამოსვლით" თეატრი თითქოს კვარცხლბეკიდან ჩამოდის და რეალურ, ბრუტალურ სინამდვილესთან დგება პირისპირ.
„თეატრის პირობით გარემოს რეალური ჩაენაცვლება, ის
მოითხოვს სხვა ენას, სხვაგვარ თამაშს, მაქსიმალურად
„ნამდვილს", - ამბობს ლევან ბიბილეიშვილი.
წარმოდგენა, რომელსაც გრიმი და რამპის შუქი იდუმალებას ანიჭებდა,
სხვანაირად ჩანს დღის სინათლეზე, რაც რეჟისორებს და მსახიობებს საქმეს
ურთულებს.
გარეთ გამოსვლა არ არის მხოლოდ ტერიტორიის ცვლა. თეატრში ადგილი,
სადაც მოქმედება მიმდინარეობს, ყოველთვის იდეის ნაწილია. სივრცეს,
სადაც გაიმართება სპექტაკლი, შეუძლია შეცვალოს პიესის მთელი სათქმელი,
მოითხოვოს განსხვავებული ფორმა და გარემოსთან სხვაგვარი
ადაპტირება.
პანდემია რეჟისორებისა და მსახიობებისგან მოითხოვს ძირეულად ახლის
შექმნას, ახალი თეატრის დაბადებას.
ახალ გარემოსთან ადაპტირება არ უჭირს ქუთაისის თოჯინების თეატრს.
გადაადგილება და ყველა სივრცესთან მორგება მისი ბუნების
ნაწილია.
თეატრი პანდემიას ეზოში „გაექცა" და იქვე ჩაატარა სეზონის პირველი
სპექტაკლი ე.წ. თეჯირით (შირმა), რომელიც თეატრს ყველგან
გადაადგილების და წარმოდგენის გამართვის საშუალებას აძლევს.
სპექტაკლი
ქუთაისის თოჯინების თეატრში
„პანდემიამ თეჯირს უკვდავის მნიშვნელობა
გაუძლიერა. ყოველთვის ვამბობდი, რომ თეჯირს ვერაფერი
შეცვლის", - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან
გაბრიჭიძე.
თეატრის ხელმძღვანელი სპექტაკლების წარმოდგენისას ყველაზე ექსტრემალურ
პირობებსაც არ მიიჩნევს დაუძლევლად.
„თუკი გაგრძელდება ეს მდგომარეობა ის თეატრს ვერაფერს ავნებს, თუმცა
შეიძლება შეიწიროს კონკრეტული პროფესიები, რომლებსაც მხოლოდ თეატრის
შენობაში აქვთ საჭიროება. უჩვეულო იქნება მაყურებლისთვის, რომელიც
მიჩვეული არ არის შენობის გარეთ სპექტაკლის ყურებას და მით-უმეტეს
„ქუჩაში" ნაჩვენებ წარმოდგენაში ფულის გადახდას. თუმცა
ყველაფრის სწავლა შეიძლება".
პანდემიამ შეიძლება შეიწიროს მაყურებლის ქცევის წესები, თეატრალური
ტრადიცია და ეტიკეტი. გარე სივრცეში ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
მაგრამ არც ერთ სივრცეში მთავარ როლს არ კარგავს
მაყურებელი.
პანდემიამ მოიტანა ონლაინ თეატრების კონცეფცია. თამაშები ცარიელ
დარბაზებში, პირდაპირი ჩართვები სპექტაკლებიდან - ამან თეატრს თითქოს
გადარჩენის გზა უპოვა. თუმცა, ამ სპექტაკლებს ყოველთვის აკლდა რაღაც
თუ ვიღაც და ეს იყო მაყურებელი.
ნებისმიერ ცოცხალს ამოძრავებს ენერგია. თეატრისთვის ეს
მაყურებელია, - ასე ფიქრობს რეჟისორი და ჭიათურის
სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე.
პანდემიური ონლაინ თეატრი მაყურებლის უშუალო დასწრების და
მონაწილეობის გარეშე არსებობს, რაც მას კლავს.
„თეატრი ცოცხალი პროცესია
და მაყურებლის
გარეშე ის
წარმოუდგენელია.
მაყურებელი პროცესის
მონაწილეა და მას
თავისი როლი
აქვს, რომელიც
სპექტაკლის განმავლობაში
უნდა
შეასრულოს...
მხოლოდ მაყურებლის
თანსწრების შემთხვევაშია
თეატრალური პროცესი
შესაძლებელი.
კოვიდ-პანდემიამ
კი სწორედ ეს
უმნიშვნელოვანესი, მაყურებელი
წაართვა თეატრს",
- ამბობს მამუკა.
ამიტომ ჭიათურის დასი სხვა გზას ირჩევს, არა ვირტუალურ, არამედ მოძრავ
თეატრს.
„შაპიტოს" იდეის თანახმად, აიგება პარტერი და სცენა, გათვლილი 60-70
მაყურებელზე, მას ექნება განათებისა და გახმოვანების დამოუკიდებელი
სისტემა, რომლის გადატანაც მარტივად მოხერხდება.
„იმ შემთხვევაშიც
კი თუ პანდემიური
მდგომარეობა უკეთესობისაკენ
შეიცვლება და
კვლავ დავბრუნდებით
დარბაზებში, ჩვენ
მაინც გავაგრძელებთ
მოგზაურობას და
სპექტაკლებს გავმართავთ იქ,
სადაც თეატრი ან
არასოდეს, ან
კარგა ხანია არ
ყოფილა“.
ვინც ვერ მიდის თეატრში თეატრი მივა მასთან, - ამ პრინციპით ჭიათურის
დასმა სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართა
სპექტაკლი.
სცენა სპექტაკლიდან ,,აკაკი
წერეთლი"
დეკორაციის ნაწილად იქცა სახლი,
აივანი, კიბეები, ეზოში მდგომი ასწლოვანი მუხა. გარემომ თავად
უკარნახა ავტორებს სპექტაკლი განსხვავებულად აღექვათ. ამან სხვაგვარი
გახადა მსახიობების თამაშიც და წარმოდგენის ხასიათიც.
სპექტაკლი
აკაკი წერეთლის სახელობის სახლ-მუზეუმის
ეზოში
სცენა სპექტაკლიდან ,,აკაკი წერეთელი"
ზაფხული, ხარაგაულის სოფლებში მოგზაურობას დაუთმო ხარაგაულის
თეატრმაც. დასმა, ჟამიანობის დროს, თავისი ახალი როლი და მისია
სოფლებში თოჯინური სპექტაკლების ჩვენებაში იპოვა, ისვე როგორც ეს
მოხდა ქუთაისში.
ხარაგაულის თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობა იგეგმება. ეს არ იქნება გარე სივრცეზე მორგებული დადგმა და რადგან საკოორდინაციო საბჭოს განკარგულებებით შენობაში სპექტაკლის თამაში იკრძალება, პრემიერა პოსტ-პანდემიური დროისთვის გადაიდო.
პანდემიის ეპოქაში „თეატრი ლაბორატორიების" დრო დგება, მიაჩნია
რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილს. ვიდრე თეატრალური დასები პრაქტიკულ
სამუშაოს ვერ ასრულებენ, შეუძლიათ თეორიული მასალის დამუშავებით
დაკავდნენ და შეამზადონ ნიადაგი ახალი სპექტაკლებისთვის.
„საინტერესო იქნებოდა
რაღაც ტიპის
ლაბორატორიული მუშაობის
ჩატარება,
პიესების კითხვა
ახალი
დრამატურგიის,
რაღაც ახალი
ტალღების განხილვა.
მსახიობები დაუთმობენ
რაღაც ტიპის
ინტელექტუალურ გააზრებას
დროს და არა
მხოლოდ პრაქტიკას
სცენაზე. იმიტომ,
რომ ეს საჭიროა,
ახალი დრამის
ძიება. სწორედ ახლა არის
ამის დრო, როცა ბევრი რამ გაჩერებულია“.
ლაბორატორია პოსტ-პანდემიურ თეატრშიც დარჩება, როგორც
კორონავირუსის სასიკეთო მემკვიდრეობა. თუმცა, ეს ყველაფერი არ
არის.
„პანდემიამ ადამიანები
გაათანაბრა ამ
სამყაროში.
ადამიანს არ აინტერესებდა
მისი კულტურული,
მენტალური თუ
ეკონომიკურ-სოციალური მოცემულობის
იქით რა ხდებოდა,
ამ შემთხვევაში
ვირუსმა ყველა
ადამიანი ერთიანი
საფრთხის წინაშე
დააყენა. ამიტომ
ოპტიმისტურად თუ
გავთვლით, ადამიანი
პანდემიამ უფრო
უნდა გააკეთილშობილოს", -
აღნიშნავს ლევან ბიბილეიშვილი.
გლობალური მოვლენა გლობალურ ცვლილებას ითხოვს და გლობალურ შედეგს
ტოვებს, ზოგჯერ მოულოდნელი ფინალით.
მე-18 საუკუნეში ლისაბონის მიწისძვრამ, რომელმაც მიწასთან გაასწორა
პორტუგალიის დედაქალაქი, სრულიად შეცვალა პურიტანული პორუტგალია.
მიწისძვრამ განმანათლებლობის ეპოქა შვა.
კოვიდ-პანდემიამაც შეიძლება მოიტანოს დიდი რეფორმების ერა, თუნდაც
ტრადიციულ თეატრში, სადაც უკვე მოირგო „რეფორმატორის"
როლი.
მასალის გამოყენების პირობები