ჯერ საღებავგაცრეცილი საყვარელი
გიტარა მოხატა, შემდეგ მოდიდან გადასული პიჯაკი, ბოლოს, გატეხილი,
ძველი თეფშიც გაამრთელა და ასე თანდათან შესძინა მივიწყებულ ნივთებს
ახალი სიცოცხლე.
ნინო 15 წლისაა, გოგონა –
მზესუმზირებით. ყვითელი ყვავილები ვან გოგის ფერწერამ
შეაყვარა და ყველგან დააქვს: თასმებით, ტანსაცმლით, სასკოლო
ნივთებით. ამის გამო, ნინოს თანატოლებმა ჯერ ,,ვანგოგა"
შეარქვეს, შემდეგ, გაბედული წამოწყებისკენაც უბიძგეს.
სახელდახელოდ
მოხატულ ტანსაცმელს, თუ ჭურჭელს, ნონო ყოველთვის საჩუქრად ურიგებდა
საყვარელ ადამიანებს. პანდემიური მოცლილობის დროს, როცა ხატვისთვის
მეტი დრო დარჩა და მეტი ნივთი დააგროვა, ახალი იდეაც
გაჩნდა.
,,მეგობარმა მირჩია, ფეისბუქში გვერდი გამეკეთებინა და ტანსაცმლის,
ძველი ნივთების ნახატებით გაფორმება სხვებისთვისაც შემეთავაზებია.
თავიდან შემეშინდა, შემდეგ გავბედე. ახლა, ბედნიერი ვარ. ხატვით
უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თანაც თვითრეალიზაციას ვახერხებ და
უსაზღვროდ მიხარია დამოუკიდებლად საქმე რომ წამოვიწყე“.
ნინოს მხატვრობა ტანსაცმელზეც ვან გოგისეული
ფერებითაა გადატანილი
,,ნინოს არტი“ – სოციალურ ქსელში მომხმარებლის ყურადღების ცენტრში
მალევე მოექცა. ძველი ნივთების გადარჩენის, ახლის გაფორმების, თუ
ტანსაცმლის სასურველი ესკიზით მოხატვის მსურველები, გოგონას შეკვეთებს
აძლევენ და ნინოც თავდაუზოგავად, საათობით მუშაობს.
გატეხილი თეფში –
სამშვენისი კედლისთვის
არასრულწლოვანი ხელოვანი
ნახატებში მხოლოდ სიმბოლურ თანხას ითხოვს. ესეც იმიტომ, რომ სახარჯი
მასალა შეიძინოს. შეკვეთასაც ზომის მიხედვით აფასებს და
მინიმალური ღირებულება 15 ლარია. თავად ხატვის პროცესი არ ღლის,
პირიქით, მისი შემოქმედებით სხვების დაინტერესება მოტივაციას
სძენს.
ფიროსმანის მეთევზე –
ნინოს პირველი შეკვეთაა
,,მე არასდროს ვარჩევ
ხოლმე შეკვეთისთვის ნახატებს, ვაფორმებ ისე, როგორც თავად მსურველს
სურს. მაქსიმალურად ვუსმენ რას ითხოვს, როგორი ფერები,
ხასიათი უნდა ტანსაცმლით ატაროს".
ნინო ძირითადად აკრილით ხატავს და
გვეუბნება, რომ ნახატი რეცხვისას არც ჭურჭელს და არც ტანსაცმელს
სცილდება. შესაბამისად, აკრილით მოხატული ნივთი სახესაც მუდმივად
ინარჩუნებს.
შეკვეთების გარდა, თავისუფალ დროს, ნინოს ემოციები და შეგრძნებები
ტილოზე გადააქვს.
,,ხშირად საათობით ვდგავარ ფეხზე
და ვხატავ. სხვა სამყაროა. ფერების და განწყობის შექმნის
შესაძლებლობა. არ ვარ პროფესიონალი და მართალია, ეს მხოლოდ ჰობია,
მაგრამ ხატვა ნამდვილად მაბედნიერებს".
ვარსკვლავების
ცვენა
მწვანე
ხორბლის ყანა კვიპაროსით
გოგონა მთვარის
ტოტზე
15 წლის ქუთაისელი თვითნასწავლი ხელოვანის ნახატებში ბევრი ყვითელი და ხალისიანი ფერია. თითოეული ნახატის უკან კი მის ბავშვურ, ნათელ განწყობასაც დაინახავთ.
მასალის გამოყენების პირობები