მულტიმედია
ყველაზე მოთხოვნადი ქართული პროდუქტი ევროპის ბაზარზე (ინფოგრაფიკა/ვიდეო)
FaceBook


თხილი, ეთილის სპირტი, ყურძნის ნატურალური წვენი - ეს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს შორის ტოპ სამი პროდუქტია, რომელიც ევროპის ბაზარზე ბოლო სამი წლის  განმავლობაში მოთხოვნადია.


ქართული პროდუქტები  ყველაზე დიდი რაოდენობით, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პოლონეთსა და  ჩეხეთის ბაზრის დახლებზე ხვდება.

ღრმა    და  ყოვლისმომცველი   თავისუფალი  სავაჭრო  სივრცის   შესახებ    შეთანხმების   (DCFTA)- ის ამოქმედებით,   საქართველოში  წარმოებული  პროდუქციისთვის  (გარკვეული  პირობების დაკმაყოფილების  შემთხვევაში)  გახსნილია  მსოფლიოს  უმსხვილესი  ბაზარი,  რომელიც 28 ქვეყანას და 500  მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

თხილი, როგორც მოთხოვნადი პროდუქტი ევროპაში



დათო ჩაპრავას  თხილის საწარმო  შპს „იმერნათი“ 2004 წლიდან აქვს. ამბობს, რომ მან ევროპაში ქართული  თხილი მანამდე გაიტანა ვიდრე ასოცირების შეთანხება შედგებოდა. თუმცა, ამბობს,  რომ 2014 წლიდან საწარმო უფრო გაფართოვდა და მის პროდუქტზე მეტი მოთხოვნა გაჩნდა.


„ევროპის ბაზარზე უკვე გვყავს მუდმივი მომხარებელი, რომელიც პროდუქტს მხოლოდ ჩვენგან ელის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო, რადგან შენ უნდა წარადგინო ქართული პროდუქტი“, - ამბობს  „იმერნათის“ ხელმძღვანელი.

საწარმოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის დახლებზე   ყოველწლიურად  60 ტონა თხილს აგზავნიდა. თუმცა, ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს მონაცემი სამჯერ შემცირდა. ამის მიზეზად  მეწარმე ფაროსანას ასახლებს, რომელმაც თხილის ხარისხი და რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.


„ბოლო სამი წელია, მხოლოდ  20-25 ტონა თხილის გატანას ვახერხებთ, ფაროსანამ გაანადგურა მთელი მოსავალი. ამან არა მარტო მე,  არამედ ყველა, ვინც თხილზე მუშაობს უკან დაგვხია“, - განმარტავს ჩაპრავა.

საწარმოში აღნიშნავენ, რომ ევროპის ბაზრი კარგია, მაგრამ იქ მოხვედრა და თავის დამკვიდრება არის შრომატევადი.

პირველი ეტაპი კონტაქტებია, რომელიც დამოუკიდებლად უნდა მოიძიო.   შემდეგი ერთ-ერთი მთავარი  ნაბიჯი პროდუქტის ხარისხია, რომელიც ჯერ შენ უნდა მოგწოდნეს, რომ სხვასაც მოაწონო.

„თუკი პროდუქცია არ ვარგა ვერაფერს იზამ, ევროპა ის ბაზარია, რომელიც ხარისხს უფრო უყურებს ვიდრე რაოდენობას“,  - ამბობს მეწარმე.



###

რაც შეეხება ხარისხის შემოწმებას,  2016 წლის ივნისიდან ამოქმედდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხისა და ეტიკეტირების საკითხებს არეგულირებს.


2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წლიდან ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის გადამუშავებულ თხილსა და თხილის გულს ამზადებს, ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

აკრედიტებული ლაბორატორია იკვლევს საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის ნიმუშებს უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის მიკოტოქსინებზე (აფლატოქსინი) და გადამუშავებულ თხილს არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობაზე.

 


თხილის დაბინძურება აფლატოქსინებით შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე, ტრანსპორტირებისას არასათანადო პირობებმა. მნიშვნელოვანია აგროღონისძიებების დროულად და სწორად ჩატარება, შესაბამისი წესების დაცვა მოკრეფის, დასაწყობების და შრობის პროცესში.
თხილს აფლატოქსინების შემცველობაზე იკვლევს მიმღები ქვეყანაც და აღმოჩენის შემთხვევაში, აგზავნის შეტყობინებას ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF).

 

„ამ პროცედურამდე ჯერ  ჩვენს საწარმოში ვახარისხებთ, ხოლო შემდეგ თბილისის ლაბორატორიაში ხდება თხილის შემცველობის სინჯის აღება. მხოლოდ ამის შემდეგ გაგვაქვს პროდუქტი ქვეყნიდან“, -  გვიხსნის  შპს „იმერნათის“  ხელმძღვანელი დავით ჩაპრავა.

თხილის ლაბორატორიული შემოწმება მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი, რადგან სხვაგან შესაბამისი ლაბორატორია არ არის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართული პროდუქტის მოსახვედრად სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია, გამოფენები, სადაც ხდება ქართული პროდუქციის წარდგენა უცხოელი მომხარებლებისთვის.

„უმნიშვნელოვანესია სამინისტროს მხრიდან მსოფლიო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა. აგროპროდუქციის მსოფლიო და მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე გასვლისა და დამკვიდრების მიზნით, არაერთი მიმართულებით მუშაობს. ეს შეეხება როგორც საკანონმდებლო სივრცეს, ასევე, ბაზრების დივერსიფიკაციას და ქვეყანაში ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების გაზრდას“, - განმარტავენ უწყებაში.


სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი მოხვდეს ევროპის ბაზრის დახლებზე. სამინისტროს საზოგადოებასთაბ ურთიერთობის სამსახურსი ამბობენ, რომ სამინისტროდან მხრიდან მეწარმეების ერთგვარი ხელშეწყობაა, ის რომ გამოფენებში მონაწილეობას ხელს უწყობენ. 

"მართალია, ისინი ამ ყველაფერს თავიანთი ხარჯებით აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ  საგამოფენო სტენდებს. ასეთ გამოფენებში წელიწადში 15 მეწარმე მიგვყავს. რაც შეეხება, ამ გამოფენის შედეგებს ეს უკვე ჩვენ არ გვეხება. შედეგი დამოკიდებულია მეწარმეზე თუ როგორ მოლაპარაკებებს გამართავს პოტენციურ მომხარებელთან", - გვითხრეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს "ხელშეწყობა" ამ კითხვაზე მეწარმეებს პასუხის გაცემა უჭირთ. რადგან, თვლიან რომ  მათთვის პრობლემა არა გამოფენებში მონაწილეობა, არამედ ხშირ შემთხვევაში ინფორმაციული ვაკუუმია. 


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეტაპობრივი დაახლოება, რომელიც მოიცავს 2015-2027 წლებს. აღნიშნული დაახლოების შედეგად, ბიზნესოპერატორებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანონ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები.

დღესდღეობით, საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად დაშვებულია მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ევროკავშირის ბაზარი გახსნილია თაფლისა და თაფლის პროდუქტებისათვის, ასევე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტებისათვის, დაუმუშავებელი მასალები/ მატყლისათვის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.