2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში
ხმის მიცემა დასრულდა.
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ბოლო მონაცემებით, არჩევანი
81 242 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქუთაისში რეგისტრირებული
ამომრჩევლების 53,27% პროცენტს შეადგენს.
ქუთაისში ხმის მიცემის პროცესი
უმეტესად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, სადამკვირვებლო
ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ცალკეულ
უბნებზე დარღვევები მაინც დააფიქსირეს. "ერთიანობა ნაციონალური
მოძრაობა" საუბრობს მათი წარმომადგენლებისთვის ხელისშეშლაზე, ხმის
მიცემის ფარულობის დარღვევაზე და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ცესკოს
მიერ დამონტაჟებული კამერის მოხსნაზე, რითაც პროცესის
ვიდეომონიტორინგს ხელი შეეშალა. საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩევლების
ნებაზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს "გახარია საქართველოსთვის". #7
საარჩევნო უბანზე გახარიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს
ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის ფაქტიც.
პოლიტიკური პარტიებისა და
სადამკვირვებლო, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საარჩევნო
პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ქუთაისის საოლქოში 33
საჩივარი შევიდა, რომლებზეც საოლქო კომისია იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები