ათსაათიანი მონაცემებით, ქუთაისში ხმა 11 097- მა ამომრჩეველმა მისცა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ათი საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 11 097 - მა ამომრჩეველმა.

"ათი საათისთვის, ქუთაისში მოვიდა 11 097 ამომრჩეველი. ყველა უბანი გაიხსნა დროულად. არცერთ უბანზე არ გვქონია ისეთი შეფერხება, რაც ხელს შეუშლის ამომრჩეველს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, პროცესი მიმდინარეობს მშვიდად", - განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, უკვე დაიწერა 4 საჩივარი, რომლებსაც საოლქო კომისია განიხილავს. 

ქუთაისში 72 საარჩევნო უბანი და 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2024
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.