დილიდან რიგებია ქუთაისის საარჩევნო უბნებთან
FaceBook
ქუთაისში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა. საარჩევნო უბნებთან დილიდან რიგებია. მიუხედავად ძლიერი წვიმისა, ამომრჩევლები საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად დილიდან მიდიან.

ქუთაისში სულ 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
Print
თეგები: #არჩევნები 2024