2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა
რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა.
ცვლილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის
ბრძანების საფუძველზე მოხდა.
შედეგად, ნაცვლად 20 აგვისტოსი, პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი
13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.
ცვლილების მიზეზი სამინისტროში შემოსული დიდი რაოდენობით მოქალაქეთა
განცხადება გახდა. განცხადების ავტორთა შვილები ელექტრონული
რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში
და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან,
ამირტომ სამინისტროს გადაწყვეტილებით დაჩქარდა რეგისტრაციის მე-4
ეტაპის დაწყება რათა დარჩენილ ადგილებზე სკოლებს დროულად მიეცეთ
შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ.
შესაბამისად რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება
და 31 აგვისტოს დასრულდება.
IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე
დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც I, II და III ეტაპებზე
ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის
ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი
დოკუმენტაციის საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები