რით ვუშველოთ ხერხემალს?!
FaceBook

ყველა სამუშაოს თავისი პროფესიული დაავადება ახლავს.


მაგალითად, საოფისე საქმიანობა და მჯდომარე ცხოვრების წესი ხერხემალს დიდ ძალას აყენებს.

რაც ხერხემლის პათოლოგიების გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზად ითვლება.

სპეციალისტების რჩევით ადამიანებმა, ვისაც უწევთ ხშირი ჯდომა , ყურადღება უნდა მიაქციონ სწორ პოზიციონირებას სამუშაო მაგიდასთან.

„აუცილებლად სწორად შესარჩევია სავარძელი, რომელიც უნდა იყოს კომფორტული ხერხემლისთვის. მაქსიმალურად უნდა შეამცირონ ჯდომის ხანგრძლივობა“,-  ამბობს ,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის" ექიმი ბადრი წიქარიშვილი

ექიმის რჩევით თავისუფალ დროს სასურველია გავლა, თუნდაც რამდენიმე წუთით.

„ხერხემალს აქვს ერთი საინტერესო თვისება, ვარჯიში ან პოზიცია, რომელიც არის მისთვის არასასურველი ის აუცილებლად მიგანიშნებთ ტკივილით და დისკომფორტით ხერხემლის არეში“,- ამბობს ბადრი წიქარიშვილი.

,შესაბამისად მსგავსი დატვირთვა უნდა შევწყდეს.

“დანაშაული, რომელსაც ჩავდივართ საკუთარი ხერხემლის მიმართ, უნდა გამოვისყიდოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მაგალითად: ცურვა, ვარჯიში, სიარული და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები“.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.