მფრინავი მანქანები, ადამიანის დამხმარე
რობოტები, ქოლგა, რომელსაც ადამიანის სასურველ ადგილას გადაყვანა
შეუძლია - ეს ის სიკეთეებია, რომელსაც მომავალი
გვიმზადებს.
ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავენ მომავალს პატარები. მათი ხედვით,
მომდევნო 50 წელი ახალი ტექნოლოგიური აღმოჩენების ერა იქნება, სადაც
ადამიანს დიდი სივრცეების დაპყრობის შესაძლებლობა მიეცემა და
ცხოვრებაშიც ბევრი რამ გამარტივდება.
11 წლის ლუკასთვის 2070
წელი სრულიად განსხვავებულ პრინციპზე მომუშავე მანქანების ეპოქა
იქნება.
ლუკა და ნიკა დვალიშვილები
„ჩემი აზრით, 2070
წლისთვის მანქანები თავისით დაიწყებენ მოძრაობას, პულტის მეშვეობით.
მანქანას ექნება პულტი, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა მოქმედების
შესრულება“, - მიაჩნია 11 წლის ლუკას.
ლუკას არც დედა
ავიწყდება და სჯერა, რომ მომავალში მას დამხმარე
მოევლინება.
„მგონია, რომ
გამომგონებლები დაიწყებენ მუშაობას, იმაზე რომ შექნან რობოტები,
რომლრბიც სახლსაც დაალაგებენ და სადილსაც მოამზადებენ", -
ამბობს ლუკა.
9
წლის ნიკასთვის მანქანებს სხვა ფუნქციაც ემატება. მათ ბრძანების
- „გაფრინდი“ შესრულება შეეძლებათ.
ნიკა დვალიშვილის ნახატი
რობოტები და მანქანები
თეიმურაზ მშვიდობაძის მიერ დანახული მომავლის მთავარი
პერსონაჟებია.
თეიმურაზ მშვიდობაძე
„ნახატზე
გამოსახულია ადამიანი და მისი მეგობარი რობოტი. ადამიანს ხელში
უჭირავს რობოტის დასამუხტად საჭირო მოწყობილობა და ასევე, მის
შესაკეთებლად საჭირო ხელსაწყოები. ირგვლივ მომავლის მფრინავი
მანქანებია“
4
წლის მია ლილუაშვილი ჯადოსნურ ქოლგას უწოდებს მოწყობილობას,
რომელიც მარტივად გადაიყვანს ადამიანს დანიშნულების
ადგილას.
მია
ლილუაშვილი
ოთხი წლის დათა
ძნელაძისთვის მომავალი „ხვალ“ სიტყვით აღინიშნება. ხვალინდელი მსოფლიო
კი მისთვის კორონავირუსისგან თავისუფალი მსოფლიოა.
დათა ძნელაძე
ხვალ გათენდება მომავალი
და აღარ იქნება კორონა ვირუსი. დედა აღარ გამისუფთავებს ხელებს
ყოველწუთში სადეზინფექციოთი და ამის გამო აღარ
დავიტანჯები.
დათას არც სხვების დატანჯვა სურს, ამიტომ
აპირებს გახდეს პატრული, რომელიც ხალხს "სიცუდეებისგან"
იხსნის.
"მომავალში მე ვიქნები პატრული და დავიცავ
ყველას. ყველას რომ დავიცავ, აღარ იქნება სიცუდე და აღარც კორონა
ვირუსი…"- ამბობს დათა.
5 წლის სანდრო სიხარულიძის მომავალში რობოტები
ადამიანების სამსახურში დგებიან და კოსმოსში მოგზაურობაც ყველასთვის
ხელმისაწვდომი ხდება.
სანდრო
სიხარულიძე
"მინდა, რომ რობოტებმა, როცა მთელ ქვეყანას
ძინავს, ყველას ჩამოუფრინოს და ვისაც საბანი გადაძვრება, ყველას
დააფაროს. კიდევ, ღამით ძირს დაყრილი ნაგავი ნაგვის ურნებში ჩაყაროს
და კიდევ მინდა (რობოტებს) რაკეტად გადაქცევა და კოსმოსში გაფრენა
შეეძლოს, იმიტომ რომ ჩვენ გაგვაფრენდა და ვნახავდით კოსმოსს", -
ამბობს სანდრო.
კოსმოსის გარდა სანდრო მომავალში ვირტუალურ
სივრცეში გადასვლას და კომპიუტერული თამაშის გმირად გადაქცევის
შესაძლებლობასაც ხედავს.
"როცა ამ (კომპიუტერულ) თამაშებს გადმოვწერ და ვიწყებ თამაშს, ძალიან
მინდა იქ ვჩნდებოდე სინამდვილეში, მეც ვიყო მასეთი მებრძოლი და
მქონდეს მეც ნამდვილი ხმალი და დავამარცხო მეტოქე", - ამბობს
სანდრო.
ნინი ყანჩაველი მომავალს დიზაინის ცვლილებაში ხედავს. მისთვის
მომავალი ფერადფანჯრებიანი სახლები და ლამაზად მოწყობილი
სტადიონებია.
ნინი ყანჩაველი
ბავშვები ფანტაზიორობენ, თუმცა, დრო
ამტკიცებს რომ ყველა ფანტაზია ადრე თუ გვიან ახდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები