მხატვარ ლია უკლებას ახალი ნახატი „სამაია“ ჰომოფობიის პრობლემას ეხება.
ლია უკლებას „სამაიას“ დახატვის სურვილი ნინო სუხიშვილის განცხადებამ გაუჩინა, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ამბობს რომ „ქართული ცეკვა კაცურია“ და „ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს“
„ჩვენი ქვეყნის კულტურა ჩვენ გვეკუთვნის, ხალხს. ხალხი არ არის ერთფეროვანი მასა რომ ერთიდაიგივე შეხედულებები ქონდეს, ერთიდაიგივე ჰეტერო ნორმატიულ დისკურსში მოექცეს. თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა მრავალფეროვნების არსებობის უფლებას კონსტიტუციით ამყარებს. ქართული ცეკვა ისევე ეკუთვნის ჰომოსექსუალს, როგორც ჰეტერონორმატიულ ადამიანს და ვინც ამის წინააღმდეგ წავა ყველა მოიღებს მკაცრ შეფასებებს საზოგადოების მხრიდან. ამ მოტივით დაიხატა "სამაია", -ამბობს ლია უკლება.
მხატვარი ყველანაირი ჩაკეტილობის წინააღმდეგია, მათ შორის ხელოვნებაშიც.
„ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩემი.ნამუშევარი მისწვდეს ყველას და არ ჩაიკეტოს რამდენიმე კაცში, სადაც ისედაც ყველა ყველაფერზე ვთანხმდებით. ხატვა ჩემი აქტივიზმის ნაწილია - სათქმელის მარტივად და გასაგებ ენაზე გადმოცემა. ეს ნახატები ქმნიან სადისკუსიო ველებს/. როცა იწყება დისკუსია, ჩენი აზრით იბადება კიდეც ჯანსაღი აზრი. ჩემთვის ადამიანის შრომის უფლება და პიროვნული თავისუფლება უმნიშვნელივანესი ცნებებია. მინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, თავისუფალი, ტოლერანტული, ძლიერი და ჩემი და სხვების ეპატაჟი აღარ იყოს აქტუალური“, - ამბობს ლია უკლება.
მასალის გამოყენების პირობები