საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის
რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში
თერაპიული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები