ბლოგები
პანდემიის დანატოვარი
FaceBook

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.



პანდემიის ხანა თითქმის სამი თვეა გრძელდება. Მან ბევრი ცვლილება მოახდინა მსოფლიო მასშტაბით და რადგან ჯერ არ დასრულებულა შეუძლია მომავალშიც ბევრი რამ შეცვალოს
Თუმცა სამი თვეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ პანდემიის ფილტრში მსოფლიო და ადამიანები სხვანაირები გამოჩენილიყვნენ.


Გლობალური მოვლენები გლობალურ კვალს ტოვებენ.

Ისტორიაში მსგავსი მაგალითი ბევრია, მაგალითად, Ლისაბონის დიდმა მიწისძვრამ, Რომელიც 1755 წელს მოხდა ცხრაბალიანი ბიძგი. მისცა Ინკვიზიციის ერას დასასრულისა და განმანათლებლობის ტალღის გაძლიერებას ევროპაში. Მიწისძვრამ სხვა რეალობა და სხვა მსოფლიოს შენების აუცილებლობა დაანახა მაშინდელ საზოგადოებას.


Შეუძლია თუ არა პანდემიას შეცვალოს მსოფლიო?

Რა გამოაჩინა და რა შეცვალა მან საქართველოში?


„ფაქტია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად გააცოცხლა ქვეყნების სუვერენიტეტის მნიშვნელობა და თითოეულმა ქვეყანამ თავისი იურისდიქციის ფარგლებში განსხვავებულად იმოქმედა. ეს ფაქტიც შესაძლებელია განსხვავებული შეფასების საკითხი გახდეს, თუმცა ის რომ ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და მათ შორის, საზღვარგარეთ რთულ პირობებში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ვფიქრობ დადებითი მოვლენა უფროა, ვიდრე უარყოფითი. სხვა რომ არაფერი, ამ განსხვავებულმა პრაქტიკებმა დაგვანახა სხვადასხვა ბრძოლის მეთოდების ეფექტურობა და ნაკლოვანებები“, - ამბობს ადვოკატი ვალერი თევდორაძე.

თუმცა ვალერი თევდორაძე აქვე უსვამს ხაზს და აზუსტებს, რომ პანდემია სხვადასხვა ჩამოუყალიბებელი დემოკრატიების პირობებში გადაიქცა ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მავნებლურად გამოყენების საფუძვლადაც.


„ასეთ მაგალითზე შორს წასვლა ნამდვილად არ მოგვიწევს“.

Პანდემია კარგი საშუალება აღმოჩნდა სხვა მავნებლობების აღმოსაჩენადაც. Მაგალითად, ძლიერი ინსტიტუციების ზრახვების რეალურად აღსაქმელად და Იმის გასარკვევად რას ანიჭებენ ისინი პრიორიტეტს.


„მნიშვნელოვანი გამოაშკარავება მოხდა ასევე იმ რელიგიური ჯგუფების რეალური სახისა, რომელთა მთავარ დანიშნულებად ადამიანთა ზრუნვა მიგვაჩნდა, თუმცა როგორც დავინახეთ, კრიზისულ პერიოდში აღმოჩნდა რომ მათი მთავარი საზრუნავი რაღაც დოგმებით ხელისუფლების და საზოგადოების დაშანტაჟება იყო“, - ამბობს ვალერი თევდორაძე.

Პანდემიამ და ცხოვრების ტემპის დაპაუზებამ არა მხოლოდ ვენეციის არხებში დააბრუნა თევზი და იაპონიის ქალაქების პარკებში შველების გუნდი, არამედ მან საკუთარ თავს დაუბრუნა ადამიანიც. Ყოველ შემთხვევაში ეს შეგრძნება გაუჩნდათ კარანტინგამოვლილებს.


„რაც ეჭვგარეშეა დღეისათვის, არის ის ,რომ მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი და მათ შორის, პირველ რიგში საკუთარ თავს მოვიაზრებ, ამ უმოქმედობის ჟამს იძულებული გახდა დაფიქრებულიყო საკუთარ თავზე და არა მხოლოდ, რისი ფუფუნებაც სტრესული და გადარბენებით სავსე ცხოვრების ტემპში არ ჰქონდათ“, - ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ანა შალიკიანი.


"ადამიანები უფრო მეტი გულისყურით მოუსმენენ საკუთარ თავს და გარესამყაროს. თანამედროვე ტექნოლოგიებიც მუდმივად ჩვენს პარალელურად იქნება, ოღონდ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენ ვმართოთ ის და არა პირიქით“, - ამბობს ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე.

Პანდემიის დანატოვარის გააზრებისას „ლისაბონის ეფექტზეც“ საუბრობენ.


„ყველასთვის: ბიზნესისთვის, ოჯახებისთვის, სახელმწიფოებისთვის დადგა კრიზისების დრო, რომელიც მსოფლიოს ისტორიას თუ გადავხედავთ ყოველთვის იყო ტექნოლოგიური, ეკონიმკური თუ სამეცნიერო გარღვევების, ლიტერატურული, მუსიკალური თუ ხელოვნების შედევრების შექმნის, პოლიტიკური კულტურების და თავად კულტურის, როგორც საზოგადოებრივი მენტალობის შეცვლის საფუძველი, ოღონდ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს ანა შალიკიანი.

Თუმცა გრძელი და ახლო პერსპექტივა სხვანაირად აღიქმება პანდემიის ერაში. Პანდემიამ მოათვინიერა დრო. Ყოველ შემთხვევაში მისი ტემპი და გამოყენების წესი შეცვალა. Გამოაჩინა, რომ Გაუთავებელი რბოლა დროის ერთადერთი ფორმა არაა.


„ალბათ, უფრო ყურადღებიანები გავხდებით ადამიანები. დროის ფასსაც უფრო მივხვდებით და შესვენებისაც, იმისთვის რომ მარტო წინ და მომავალზე არ ვიყოთ ორიენტირებულები და ხანდახან შევჩერდეთ, უკანაც მოვიხედოთ, ცოტათი უფრო ნოსტალგიურებიც გავხდეთ. და ეს იმისთვის რომ, სამყარო შეიძლება უფრო სწრაფი გახდეს, მაგრამ პატარ-პატარა პაუზები ჩვენით მოვიწყოთ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და რეალობა გავიაზროთ“, - მიაჩნია ზვიად ხუჯაძეს.


Ახალი რეალობის სხვაგვარად გააზრება მოუწიათ Ტექნოლოგიების მიმართ ფობიებით დაავადებულ რეტროგრადებს. Პანდემიამ დაანახა ტექნიკის სიკეთე და ერთადერთი გამოსავალიც რთულ სიტუაციაში.

„ამ დაავადებამ ბევრ უარყოფითთან ერთად, ბევრი დადებითიც მოიტანა. მაგალითად, შესაძლებელი ყოფილა ონლაინ მუშაობა, სწავლა, ლექცია-სემინარების, ტრენინგებისა და გაკვეთილების ჩატარება. კორონა ვირუსმა შეიძლება ითქვას, ახალ ეპოქას დაუდო სათავე“, - ამბობს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.

Ეს „Ახალი ეპოქა“ კი ადამიანის შესაძლებლობებსაც სხვაგვარად შეაფასებს და მის რეალურ ძალას აჩვენებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემი აზრით არის ის, რომ ჩვენ, ყველანი ვიყავით რა დარწმუნებულნი ადამიანის ყოვლისშემძლეობაში, დავუბრუნდით რეალობას და გავაანალიზეთ, რომ თვალით უხილავ, უმცირეს ნაწილაკსაც კი შეუძლია ქაოსად აქციოს ჩვენს მიერ დადგენილი „წესრიგი“. შესაბამისად, თუ ამ ყველაფრიდან სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ იქნებ მომავალში უფრო მომზადებულები შევხვდეთ საფრთხეებს“,
- ამბობს ვალერი თევდორაძე.


Პანდემია მისი არსებობის მესამე თვეზე ადამიანებში აწმყოსა და მომავლის მიმართ ასეთ განწყობებს აჩენს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.