ბლოგები
ქელეხი შეცვლილი წესებით
FaceBook

„ჯვარი აქაურობაი და ქიზიყში ქელეხები გავაუქმეთ ...ახლა იმაი ვამუღამებთ სასახლე ორმა კაცმა როგორ ვატაროთ. მეოთხე არ შეიძლება და მესამე შიგა წევს“, - ასე ხუმრობენ ქიზიყში.


 

ეს პანდემიის პერიოდის შავი იუმორია, რომელიც პანდემიის თანმდევმა აკრძალვებმა გააჩინა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობამ ბევრი შეზღუდვა დააწესა მათ შორის ხალხმრავალი შეკრებები,რომელიც ტრადიციულ ქელეხებსა და ქორწილებსაც შეეხო.  (საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით, ქვეყანაში აიკრძალა ქორწილების და ქელეხის გადახდა)

ჩვეულება რჯულზე და მითუმეტეს კანონზე უმტკიცესი რომ არის ხელისუფლებასაც კარგად მოეხსენება. ამიტომ უმტკიცესი ჩვეულების დრაკონული ჯარიმებით მოთოკვა გადაწყვიტეს.

როგორც გაირკვა  ტრადიციებსა და ჩვევებზე ხელის აღება არც ისე იაფი აღმოჩნდა. 27 მარტიდან 10 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს  9 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა მოუწიათ.

ჯარიმების გარდა, ქელეხის გამართვის წესში ცვლილებები და კორექტივები პირდაპირი ჩარევითაც განხორციელდა.

ქელეხის სუფრა ააშლევინეს გორის ერთ-ერთ სოფელში.

პოლიციის ჩარევის შემდეგ ხალხმრავალი ქელეხი „ჩაიშალა“ მარნეულის სოფელშიც.

იმერეთის სოფლებში ქელეხს პატრული აკონტროლებდა და სამძიმარზე სამ კაცზე მეტს არ უშვებდა. პატრული ასევე მოითხოვდა მიმსვლელებიდან სოციალური დისტანციის დაცვას.

ამ აკრძალვებმა  ქელეხის მასშტაბები საგრძნობლად შეამცირა. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მოერია.

იქ სადაც არც პატრულია, არც ჯარიმების რეალობის სჯერათ და ვირუსიც მათგან შორს გონიათ,  ისევ შლიან სუფრებს.

„40 კაცი იჯდა სუფრასთან  მეზობლის ქელეხში. ჭირისუფალს და ოჯახის ძალიან ახლობლებს თუ  არ ჩავთვლით“.

რეკომენდაციებმა დ ა ვირუსის გადადების საფრთხემ  რიგ შემთხვევაში ვერ შეცვალა მისამძიმრების წესიც.

„სამძიმარზე მოსული ხალხი ცდილობდა ხელის ჩამორთმევას და გადაკოცნას, რამდენიმეს ვუთხარი  რომ არ იყო საჭირო გადაკოცნა, რამდენადაც შემეძლო თავს ვარიდებდი, მაგრამ სულ აკრძალვის პოზაში ვერ ჩადგები.  ხალხს მაინც მათგან შორს გონია დაავადება და არ გერიდება “.

პანდემიამ ქალაქებში შეამცირა პანაშვიდების დღეებიც. ერთ კვირიანი პროცესი  ორ-სამ დღეზე დაიყვანა.

„ახლობელი გარდაცვალებიდან მესამე დღეს დაკრძალეს. სასაფლაომდე მხოლოდ რვა ადამიანი აცილებდა“.

პანდემიამ მისამძიმრების წესი რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა.

„გარდამეცვალა დედა, თუმცა სამძიმარს მხოლოდ ონლაინ ვიღებ“.

წერდა ერთ-ერთი იუზერი სოციალურ ქსელში.

ონლაინ სამძიმარი და იქამდე ონლაინ დატირების ტრადიაცია ჯერ კიდევ პანდემიამდე გაჩნდა და ემიგრაციამ მოიტანა. არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც გარდაცვლილი მეუღლის ან მშობლის სკაიპით დატირება მოუხდათ.

ტრაგედია დაამძიმა „გვერდში დგომით“ ჭირის გაზიარების შეუძლებლობამ და  სხვა ადამიანებიდან ნუგეშის ვერმიღებამ.

თუმცა რიგ შემთხვევაში გამოაჩინა საკუთარ ნუგეშზე მეტად სხვისი ჯანმრთელობის მოფრთხილებისა და პასუხისმგებლობის მაგალითები.

„მეგობარს მშობელი გარდაეცვალა ისე დაკრძალა არ გაგვაგებინა, უხერხულში რომ ა რ ჩავეგდეთ და თან საფრთხეც რომ არ შეგვქმნოდა“.

პანდემია ყველაზე მყარ ტრადიციებს შეეხო. რას დატოვებს და რას წაიღებს ამ ცვლილებებიდან მომავალში პანდემიის შემდგომი პერიოდი აჩვენებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.