ახალი ამბები
ქუთაისის საოქლო კომისია „ლეიბორისტების“ საჩივარს ხმაურის ფონზე განიხილავს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის N 59- საოქლო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
კომისიის წევრები უბანზე "ლეიბორისტული პარტიის" მიერ დაწერილ საჩივარს განიხილავს.

საჩივრის ავტორთა თქმით, N 87-უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენი გასცა, თუმცა, პარტია შეცდომას ხედავს იმაში, რომ კომისიის თავმჯდომარემ მომხდარზე შესწორების ოქმი არა არჩევნების დღეს, არამედ, მეორე დღეს დაწერა.

"ლეიბორისტული პარტია" უბნის შედეგების გახსნას და ბათილად გამოცხადებას ითხოვს.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ფაქტზე ახსნა-განმარტება მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწერა და ის, რომ შესწორების ოქმი მეორე დღეს შედგა, ეს დარღვევა არ არის.

Print