ახალი ამბები
შსს - საქართველოში თავშესაფარს 353 პირი ითხოვს
FaceBook
2017 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში თავშესაფარს 353 პირი ითხოვს.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში თავშესაფარს ყველაზე მეტი, 50 ადამიანი ირანიდან ითხოვს.

მომდევნო ადგილზეა ეგვიპტე, საიდანაც თავშესაფრის მიღებას ხელისუფლებას 49 პირი თხოვს. ასევე, ამ სტატუსის მიღება სურს თურქეთის 31 და რუსეთის 28 მოქალაქეს.

შსს მონაცემების მიხედვით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირებიდან 93 ქალია, 260 კი მამაკაცი. მათი უმეტესობა 18-დან 59-მდე ასაკისაა.


Print