ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის 12 გრადუსამდე დაკლებას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 2 და 3 ოქტომბერს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით,  2 ოქტომრის დღის მეორე ნახევრიდან და 3 ოქტომბერს დღისით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

"2-3 ოქტომბერს დაიკლებს ტემპერატურა. ასევე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარიც", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგნეტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 5, 6 და 7 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება. თუმცა, იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
Print