თერჯოლის მუნიპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სამხედრო პოლიგონზე ტყეს
ხანძარი გაუჩნდა.
ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა.
თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ქოჩიაშვილის
თქმით, ხანძრის სრულად ლოკალიზებისთვის ვერტმფრენის გამოძახებაა
აუცილებელი, რადგან ამ დროისთვის ჩატარებული ღონისძიების მიუხედავად,
ხანძრის კერების ლოკალიზება ვერ ხერხდება.
"გარკვეულ მასივს უკიდია ცეცხლი, ნაწილი ლოკალიზებულია. ოპერატიულად
მუშაობს თერჯოლისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურები", -
ამბობს თემურ ქოჩიაშვილი.
მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები