ახალი ამბები
ბალახვანში, სადაც იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენენ, გზა გადაკეტილია
FaceBook
ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან სადაც დღეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდტების წარდგენა მოხდება, გზა გადაკეტილია. ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ამ დროისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.  
დღეს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატებს პირადად წარადგენს.

ცერემონია ქუთაისში 17:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც პრემიერი მერობის კანდიდატებს იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში დაასახელებს.

პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად ქუთაისში ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია მოიაზრება.

კანდიდატების ოფიციალურ წარდგენამდე კი ერთსაათიანი კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები.

"ბალახვანში" ასსაფეხურიან კიბეების მიმდებარე ტერიტორია დილით, ქუთაისის მერიის დაქვედებარებაში არსებულმა ააიპ " სპეციალური სერვისების" წარმოამდგენლებმაც დაასუფთავეს.




ამავე თემაზე:

"ქართული ოცნება" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს ქუთაისში 2 სექტემბერს წარადგენს



Print