ახალი ამბები
პიპინია, აგული, პერი, ბატონი ბონა - ბოტანიკურ ბაღში ფილმის პერსონაჟების ქანდაკებები განათავსეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მისულ ვიზიტორებს ფილმის "არაჩვეულებრივი გამოფენა" პერსონაჟების ქანდაკებები დახვდებათ.

პიპინია და აგული ერისთავების, მათი ძაღლის პერის და ბატონი ბონას ქანდაკებები ბაღში სპეციალურ მინის კონსტრუქციაშია განთავსებული.

ნამუშევრები მოქანდაკე ქეთი მელქაძემ დაამზადა.

ქანდაკების დამზადება-მონაჟისთვის ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტიდან 5 000 ლარი იყო გამოყოფილი.



Print