ახალი ამბები
15-19 მაისს წყალტუბოში სპორტულ ნარდში საერთაშორისო მედია-ტურნირი გაიმართება
FaceBook
მიმდინარე წლის 15-19 მაისს წყალტუბოში სპორტულ ნარდში საერთაშორისო მედია-ტურნირი გაიმართება.
ღონისძიებას ორგანიზებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უწევს, რომელიც მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებას და ასევე, კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას უზრუნველყოფს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედია-ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 40-მდე ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, "გარდიანი", "ლოს ანჯელეს თაიმსი", "ნიუ იორკ დეილის" და სხვა ცნობილი გამოცემებია.

ჟურნალისტები, ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონს დაათვალიერებენ.

მედია-ტურნირთან ერთად, მიმდინარე წლის 10-14 მაისს თბილისში, სპორტულ ნარდში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება.

ტურნირებს ორგანიზებას საქართველოს ნარდის კლუბი, ნარდის მსოფლიო და ეროვნული ფედერაციები უწევენ.

მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს. ასპარეზობები ორ კატეგორიად - პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის გაიმართება.

მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებთა შეჯიბრებებიცაა გათვალისწინებული.

Print