ახალი ამბები
დედა და გაზაფხული - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
საგაზაფხულო ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში ქუთაისში გამოფენა გაიმართა.

ნამუშევრები ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში მოეწყო, სადაც  მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს საკუთარი ნახატები.

"დედა და გაზაფხული" ასე ერქვა გამოფენას, რომელშიც 12-დან 16 წლამდე მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 28 მოსწავლემ სულ 37 ნამუშევარი გამოფინა.

„მოვაწყვეთ კვირეული,წარმოდგენილი იყო რამდენიმე  ღონისძიება, თუმცა თემა ყველას ერთი ქონდა  - დედა და გაზაფხული", - აღნიშნა ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ.

6 მარტს საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში ქუთაისის კულტურის ცენტრში მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართება.  მათთვის წარმოდგენილი იქნება „ნიღბების თეატრის“ სპექტაკლი „ბერიკაობა“.

7 მარტს სპორტის მუზეუმში მოეწყობა ცნობილ სპორტსმენ ქალებთან შეხვედრა,სადაც ჩატარდება ლექცია და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

ასევე, 7 მარტს სამ მუსიკალურ სკოლაში გაიმართება კონცერტები, სადაც გაზაფხულისა და დედის თემაზე შემქნილი კლასიკური ნაწარმოებები შესრულდება.

Print