ახალი ამბები
ქუთაისში მოსწავლეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
FaceBook

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს სამედიცინეო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.


პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის ქუთაისის მერია მიმდინარე წლის 25 თებერვალს 35 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170002837) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაცის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის 38 საჯარო და 11 კერძო სკოლა ში I, II, III, IV, და VII კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა და პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების წერილობითი ინფორმირება უნდა უზრუნველყოს.

ასევე , I და III კლასის მოსწავლები ექიმმა ორთოპედმა და ქირურგმა - სქოლიოზის და მასთან დაკავშირებული დაავადებების, თიაქარის, კრიპტორხიზმის და მასთან დაკავშირებული პათოლოგიების გამოვლენის მიზნით უნდა გამოიკვლიოს (5791 მოსწავლე).

ექიმმა-ოფთალმოლოგმა რეფრაქციასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის მიზნით სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება II და IV კლასის მოსწავლეებს უნდა ჩაუტაროს (4860 მოსწავლე).

დ) ექიმმა-ენდოკრინოლოგმა VII კლასის მოსწავლეთა ფარისებრი ჯირკვლის პალპატორული გასინჯვა და პალპატორული გასინჯვით გამოვლენილი დარღვევების (რაოდენობა დაუზუსტებელია) შემთხვევაში, ადგილზე (სკოლაში) დიაგნოსტირების ჩატარება, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული და დოპლეროგრაფიული კვლევების კუთხით უნდა განახორციელოს.

პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადების მიღება 2017 წლის  17 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვლამდე გაგრძელდება. 


 

Print