ახალი ამბები
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს
FaceBook

ქუთაიში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე, " მაკდონალდსის" მშენებლობის ადგილზე, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.


ადვოკატ თამაზ თადუმაძის განცხადებით "მაკდონალსის" მშენებლობის გამო, რამდენიმე დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის  ხე-ბუჩქნარის უკანონო მოჭრის ფაქტი.

"გარდა იმისა რომ რესტორნის მშენებლობის გამო ჩამოგდებულია საათი, ასევე,  ამოიძირკვა ხეები, ეს ცალკე სისხლის სამართლის დანაშუალია. სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ საპატრლო პოლიცია, რათა ხეების უკანონო მოჭრის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. ეს არის სისხლის სამართლის 303-ე მუხლის დარვევა, რომელიც ხე ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას ითვალისწინებს" - განაცხადა ადმოვაკმა თამაზ თადუმაძემ.

ადგილზე მოსულმა საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითზე შეადგინეს ოქმი და მოვკლევას დაიწყებენ.



ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ხეების მოჭრას ადგილი არ ქონია.
"არცერთი ხე არ მოჭრილა. უბრალოდ ამოიღეს და იქვე გვერდით არის გადარგული," - ამბობს მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა მამისეიშვილი.

ქუთაისში აღმაშენებლის მოედანზე, ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "მაკდონალდსის" რესტორანს "თ და კ კომპანია" აშენებს.

ახალი კვების ობიექტის პროექტი მერიაში მიმდინარე წლის 3 იანვარს წარადგინეს.

ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობას ადგილობრივთა ნაწილი არ ეთანხმება. მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ შენობის იერსახე, არამედ, მისი მშენებლობის ადგილიც.

Print