ახალი ამბები
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონი ქუთაისში მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება
FaceBook
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავარჯიშო სტადიონები ქუთაისში მიმდინარე წლის მაისისთვის გაიხსნება.

ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინიტროში იუწყებიან.

უწყების ცნობით, ერთ–ერთი სტადიონი შერვაშიძის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

"საპროექტო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. შემდეგ ტენდერი გამოცხადდება და მშენებლობა დაიწყება", – აცხადებენ სამინისტროს პრესსამახურში.

მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სარაგბო სტადიონები, მეორე ეტაპზე კი საფეხბურთო მოედნები აშენდება.

ქუთაისის გარდა, საფეხბურთო და სარაგბო სტადიონები, თბილისსა და რუსთავშიც აშენდება.

პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროს შეადგენს.

2017 წელს საქართველოში რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული და ევროპის 19 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება.

20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში, ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, "აია არენაზე" შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.