ახალი ამბები
ქუთაისში მწვანილის ფასი გაორმაგდა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ერთი კონა მწვანილის ღირებულება 40 თეთრია.

რეალიზტორები ამბობენ, რომ მიმწოდებლებმა მწვანილი ერთი კვირაა, რაც გააძვირეს.

"ერთი კონა მწვანილი 40-50 თეთრი გახდა, ხოლო კილოგრამი სხვადასხვა სახეობის მწვანილის ფასი 8-15 ლარია," - ამბობენ რეალიზატორები.

რეალიზატორების ინფორმაციით, გასულ კვირას ერთი კილოგრამი მწვანილის ღირებულება 4 - 8 ლარი, ხოლო ერთი კონის ფასი 20 თეთრი იყო.

მათივე თქმით მწვანილზე ფასის ზრდა იმან გამოიწვია, რომ მცენარეები უამინდობის გამო მოიყინა.

"სიცივეები იყო და ბევრი მწვანილი გაუფუჭდა მომწოდებლებსაც და გლეხებსაც" - ამბობენ ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში.






Print