ახალი ამბები
ქუთაისში შინმოვლის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook

ქუთაისის  დემოკრტიული ჩართულობის ცენტრში,  მზრუნველობამოკლებულთა საჭიროებები და მათი მოვლის საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე იმ  საჭიროებებსა  და მიდგომებზე ისაუბრეს,  რომელიც მზრუნველობამოკლებულ ადამიანებისთვის  განსაკუთრებით  მიშვნელოვანია.

" შინმოვლის პროგრამა აუცილებელია მათთვის,  ვისაც დამოუკიდებლად საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია და  დახმარებას საჭიროებს.  ეს პროგრამა კი ამის ძალიან კარგი საშუალებაა" - განაცხადა კოალიცია " შინმოვლა საქართველოში" აღმასრულებელმა დირექტორმა , უჩა ვახანიამ.

შეხვედრას ქუთაისის  საკრებულოს წევრებიც დაესწრნენ.

"ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ისედაც ვეხმარებით ასეთ ადამიანებს, თუმცა, ამ ორგანიზაციასთანაც აუცილებლად ვითანამშრომლებთ, რადგან მათ გააზრებული აქვთ პრიორიტეტები და  შესაბამისი გამოცდილებაც გააჩნიათ"- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ნადირაძემ.

შინმოვლის პროგრამას კოალიცია  20 წელია თბილისში, გორში,  ბათუმსა  და თელავში ახორციელებს.

შეხვედრას მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგელები დაესწრნენ.


 

Print