ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით,1989 წელს დაბადებულ გ.კ–ს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედება.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, "ნაგანის" ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი და 33 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
Print