ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობა აქვთ
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერის დღე  გაიმართა.


შეხვედრაზე სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებოლობა ჰქონდათ პოტენციური დამსაქმებლების შეთავაზებებს გაცნობოდნენ.

"ეს არის კარგი პრაქტიკა, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მათ აქვთ შანსი ისწავლონ და ამასთანავე იპოვონ სამსახური," - განაცხადა პრაღის უნივერსიტეტის წარმოანდგენელმა, ალექსანდერ კარდაკოვმა.

შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმისა და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა.

"მიხარია, რომ უნივერსიტეტი გვაძლევს შანსს დავსაქმდეთ, კარგი იქნება თუ მომავალში ყველა ფაკულტეტს მოიცავს," - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა.

ღია კარის დღეზე სტუდენტები 30 - მდე ბიზნესოპერატოს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

"დღეს ჩვენ წარმოვადგენთ სოფლის მეურნეობის ნაწარმს. გვინდა სტუდენტებს ვანახოთ რამდენად საინტერესოა ეს სფერო და ვეცდებით მათი დაინტერესების შემთხვევაში ისინი დავასაქმოთ, " - განაცხადა "შპს ადინას" წარმოების ხელმძღავენლმა, ნატო ცქიტიშვილმა.

ღია კარის დღე წერეთლის და პრაღის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებთა უნივერსიტეტის თანამშრომლობით მეორე წელია ხორციელდება.

პროექტს ჩეხეთის მთავრობა აფინანსებს.

 

 

Print