ახალი ამბები
ქუთაისში ვასილ ამაშუკელის მონუმენტს კინოკამერა 8 დეკემბერს დაუბრუნდება
FaceBook
ქუთაისში,  კინო"საქართველოსთან "არსებულ ვასილ ამაშუკელის  მონუმენტს, კინოკამერა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს  დაუბრუნდება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ  7 დეკემბერს გამართულ საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

თამარ მეფის #14–ში არსებული ვასილ ამაშუკელის მონუმენტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა 2016 წლის ოქტომბერის დასაწყისში დააზიანა. ნივთს, ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობაც.



Print