ახალი ამბები
უფასო სწავლება საფრანგეთში - შესაძლებლობა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის" წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა.


ღონისძიებაზე სასწავლებლის სტუდენტებს სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამები გააცნეს, რომელთა მიხედვითაც მაგისტრატურის სტუდენტები საფრანგეთში, 1 წლით უფასოდ ისწავლიან.

"სტუდენტებს ვაძლევთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საფრანგეთში არსებულ კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში დარეგისტრირება, რა სტიპენდიებს სთავაზობს მათ ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება,"- განაცხადა "საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის" წარმომადგენელმა, ანა ლოლუამ.

ინსტიტუტი საფრანგეთის საელჩოს კულტურული სამსახურია, რომელიც მსგავს შეხვედრებს სტუდენტებთან ყოველწლიურად მართავს.



 

Print