ახალი ამბები
გელათში ვიზიტორთა ცენტრი მომავალ წლამდე არ გაიხსნება
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრი მომავალ წლამდე არ გაიხსნება.
ტყიბულის გამგებელი,  რობინზონ გვენეტაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ცენტრის  მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.  

"სრულდება უკვე იქ მოწყობა და იანვარში უნდა გაიხსნას",-ამბობს რობინზონ გვენეტაძე.

ტყიბულის გამგებელი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 24 ივლისს, ქუთაისიპოსტთან საუბარში  აცხადებდა,რომ გელათში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდებოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია  ანალოგიური ცენტრის გახსნის თარიღი მოწამეთაში.

რობინზონ გვენეტაძის თქმით, მოწამეთას  ცენტრისთვის პროექტიც არ არსებობს.

"რეგიონალური განვითარების ფონდს აქვს  პროექტირებაზე ტენდერი  გამოცხადებული და ჯერ არ დასრულებულა",-ამბობს რობინზონ გვენეტაძე.

მოწამეთაში საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, რისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდი 60 000 ლარს დახარჯავდა.
Print