ახალი ამბები
12 საათისთვის ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურა 27 943 ამომრჩეველმა გაიარა
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩვენო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 12 საათიან მონაცემებს ავრცელებენ.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 27 943-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 17,28 % შეადგენს.

ოსეფაიშვილის განმარტებით, 2012 წლის არჩევნების მონაცემებს 12 000–ით ჩამორჩება.

"თუ შევადარებთ 2013 და 2014 წლებს, მასთან შედარებით აქტივობა მაღალია," – აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 9 საჩივარია შესული, რომლებიც პროცედურული საკითხების დარღვევას შეეხება.

ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლებელია 2 გადასატანი ყუთის ბათილობის საკითხი დადგეს.

"ვსწავლობთ საკითხს დეტალურად და გადაწყვეტილებას მივიღებთ,"– განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 128 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.



Print