ახალი ამბები
სტუდენტების ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება
FaceBook
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების შესახებ 11:30 საათზე, უწყების ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელს 1 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა.

2016 წელს მისაღებ გამოცდებზე სულ 38 500 აბიტურიენტია დარეგისტრირდა.
Print