ახალი ამბები
მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
მდინარე რიონზე სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "გაბიონი" ახორციელებს.

445 500 ლარად შეფასებული პროექტი 2016 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება მდინარის 122 მეტრიანი ზოლის გამაგრება.

სამუშაოებზე ზედამხედველობას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.



Print