ახალი ამბები
სტუდენტთა მობილობის რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო.
სხვა სასწავლებეში გადასვლისთვის სტუდენტებმა რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge - უნდა გაიარონ.

მობილობის საფასური 40 ლარია და მასში მონაწილეობას სამოცდასამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს.

სულ გამოცხადებულია 12 077 ვაკანტური ადგილი.

2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის რეგისტრაცია 18 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ელექტრონული პორტალზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
Print