ახალი ამბები
ცვალებადი ამინდები დასავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება
FaceBook
ცვალებადი ამინდები 19 - 24 ივლისამდეა მოსალოდნელი

საქართველოს "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

"იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება," - პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.

მათივე ინფორმაციით, ცვალებადი ამინდები 19 - 24 ივლისამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე დასვალეთის მსგავსად, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.

Print