ახალი ამბები
13-14 ივლისს ბაღდათსა და ხარაგაულს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook

მიმდინარე წლის 13 ივლისს ბაღდათის მუნიციპაილტეტში ელექტროენერგიის მიწოდება 8400 მომხმარებელს შეეზღუდება.


"მაღალი ძაბვის ქვესადგურებში "ბაღდათი 110" და "საირმე" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მოსახლეობას," - ამბობენ "ენერგოპროჯორჯიაში".

მათივე ინფორმაციით, 14 ივლისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ასევე შეეზღუდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს.

"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - განმარტავენ "ენერგოპროჯორჯიაში".

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხმარებლებს ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებათ.

 

Print